საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრები 18-21 მარტს რუმინეთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ითამაშებს.
მე-7 ჯგუფში ქართველების მეტოქეები რუმინეთი, პორტუგალია და ყაზახეთია.
18 მარტი
საქართველო – პორტუგალია
რუმინეთი – ყაზახეთი
19 მარტი
საქართველო – რუმინეთი
ყაზახეთი – პორტუგალია
21 მარტი
საქართველო – ყაზახეთი
პორტუგალია – რუმინეთი
7 ჯგუფის გამარჯვებულები 2016 წლის 2-13 თებერვალს სერბეთში გასამართა ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. 7 მეორადგილოსანი და ერთი საუკეთესო მე-3 ადგილის მფლობელი 2015 წლის 15 და 22 სექტემბერს პლეი ოფში ითამაშებენ, რის შედეგად, ევროპირველობის კიდევ 4 მონაწილე გაირკვევა. მასპინძელი სერბეთი ტურნირში ავტომატურადაა დაშვებული.