კალათბურთი

11:35 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტაუდმაიერი “დალასის” კალათბურთელია

“დალასის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 32 წლის ამერიკელი მძიმე ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი ტეხასურ კლუბში ჩაირიცხა. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

როგორც იცით, სტაუდმაიერმა რამდენიმე დღის წინ დატოვა “ნიუ იორკ ნიქსი” და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “დალას” ხანგრძლივი კონტრაქტი არ გაუფორმებია.

ამარე საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია. 2002-10 წლებში ფორვარდი “ფინიქს სანსის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2010-2015 წლებში “ნიუ იორკ ნიქსის”. სტაუდმაიერი “ოლ სტარის” 6-გზის მონაწილეა. მიმდინარე სეზონში ამერიკელმა ნიუ იორკულ კლუბში 33 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში გახლდათ 12.1 ქულა და 6.9 მოხსნა.

0.121757