თამაშგარე

10:12 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის და პილარ რუბიოს დიდი მოლოდინი

თუკი მთელი მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობს და საამისოდ იღწვის, მადრიდელთა ვეტერანი მცველი, სერხიო რამოსი სულ სხვა საფიქრალშია. სერხიო უახლოეს მომავალში მეორე შვილის დაბადებას ელოდება და ფეხბურთზე მეტად სწორედ ეს ანაღვლებს.

სერხიო რამოსის ცოლი, ესპანეთში ერთობ პოპულარული ტელეწამყვანი, პილარ რუბიო, თურმე თავიდან დიდ უარზე იყო, რომ მეორე შვილი გაეჩინა და ამის გამო დიდი საფრთხის წინაშე დაეყენებინა თავისი ჟურნალისტური კარიერა, მაგრამ სერხიომ თავისი “გასაკეთებელი” მაინც გააკეთა და სულ მალე რამოსების ოჯახში პატარა ატირდება.

სერხიო და პილარი ჯერეჯრობით არ ამხელენ ბავშვის სქესს და იძახიან, რომ მათთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პილარ რუბიომ ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ მეორე შვილის ოთახის მოწყობის გამო ქმართან მცირე შელაპარაკებაც კი მოუვიდა, თუმცა ყველაფერი აყალამყალისა და დაშხოშიანი კახური გინების გარეშე დასრულდა.

0.096027