ფეხბურთი

15:09 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ პირველლიგელს აჯობა

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა გამოდის, თურქულ შეკრებაზე უკრაინის პირველი ლიგის ხარკოვის “ჰელიოსი” 3:1 დაამარცხა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. ტრავმის მორჩენის მერე მან პირველი ამხანაგური ჩაატარა.

ესპანეთში “ლა მანგას თასზე” დანიის პირველი დივიზიონის “ორჰუსმა” ადგილობრივ სამოყვარულო “ლა მანგას” 2:0 სძლია. დანიელებში ფორვარდმა დავით სხირტლაძემ სრულად ითამაშა. ფორვარდი მათე ვაწაძე სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი დავით დევდარიანი ტრავმირებულია და ამიტომ გუნდთან ერთად არაა.

პოლონეთის პირველი ლიგის “ტიხი”, სადაც გიორგი სარჯველაძე ისინჯებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში ოლომოუცის “სიგმას” დაუზავდა – 1:1. 20 წლის ქართველ ფორვარდს “ტიხიში” არ უთამაშია.

დონეცკის “ოლიმპიკმა” საკონტორლო თამაში ჩეხეთის “სლოვაცკოსთან” ფრე (0:0) დაასრულა. დონეცკელებში ქართველმა მეკარემ ზაურ მახარაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მეორე ტაიმი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116598