ფეხბურთი

11:10 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბრედფორდს” “მანჩესტერთან” დაპირისპირება სურს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებაზე პირველლიგელი “ბრედფორდი” წინ მიიწევს და მერვედფინალურ დაპირისპირებაში გუნდმა პრემიერლიგის მორიგი ბინადარი “სანდერლენდი” შინ 2:0 დაამარცხა.

ბრედფორდელებმა მეთექვსმეტედფინალში ლონდონის “ჩელსის” “სტემფორდ ბრიჯზე” 0:2 ჩამორჩენის შემდეგ 4:2 აჯობეს. მაშინ ყველა თვლიდა, რომ დაბალი დივიზიონის გუნდს ძალიან გაუმართა, თუმცა გუნდი კვლავ წინ მიიწევს. “ბანტამების” თავკაცი ფილ პარკინსონი აცხადებს, რომ მის გუნდს ამჯერად “მანჩესტერ იუნაიტედთან” სურს დაპირისპირება.

“ვისურვებდით მორიგი მეტოქე “მანჩესტერი” იყოს და სახლში ვითამაშოთ. თუ მსგავსი მონდომებით ვითამაშებთ, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის და “უემბლიმდე” ცოტა რჩება. “სანდერლენდთან” მატჩის დროს მოედანზე ატმოსფერო განმაცვიფრებელი იყო. ტრიბუნები პირთამდე აივსო.” – განაცხადა ბრედფორდელთა თავკაცმა.

“წითელი ეშმაკები” დღეს “პრესტონს” სტუმრად დაუპირისპირდებიან და დიდი ალბათობის მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა ასოციაციის თასი მოულოდნელობებითაა აღსავსე და ამ ტურნირს პრემიერლიგის ლიდერები “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” გამოეთიშნენ. აღნიშნული მატჩის შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება და მეოთხედფინალური ეტაპის წყვილების გახდება ცნობილი.

0.135624