თამაშგარე

10:04 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” სული და გული – მარიკა ბალდინი

გახსოვთ, ადრეც ვწერდით იტალიელი მოდელის, მარიკა ბალდინის შესახებ, რომელიც საფეხბურთო კლუბ “რომას” დიდი გულშემატკივარია და ერთ-ერთი მათთაგანია, რომელსაც საყვარელი გუნდი მაშინაც არ მოუტოვებია, როდესაც “რომა” განსაკუთრებულს ვერაფერს აღწევდა.

ცოტა ხნის წინ, მარიკა ბალდინი იტალიური საფეხბურთო კლუბების ქომაგთა ლიდერებს შეხვდა და სერია ა-ში უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების შესახებ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. იტალიაში ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის საფეხბურთო პირველობის დონის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი სტადიონებზე უსაფრთხოების წესების უგულებელყოფაცაა.

მარიკა ბალდინის “რომას” ქომაგებისა და ფეხბურთელების გულის მოსაგებად, არამხოლოდ დისკუსიებში მიუღია მონაწილეობა, თამამ ფოტოგადაღებებზეც არ უთქვამს უარი, ფოტოსესიიდან აღებული თანხა კი “მგლების” ანგარიშზე ჩაურიცხავს.

აი ასეთი, ჭეშმარიტი ქომაგი ქალბატონები სჭირდება ქართულ ფეხბურთს!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093633