ფეხბურთი

18:14 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ემერსონი: “რეალს” ყველაზე მომთხოვნი ქომაგები ჰყავს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემერსონმა იტალიურ გამოცემა “ტუტოსპორტს” მცირე ინტერვიუ მისცა.

“პუმამ” ინტერვიუში ფრანგი ფებხურთელის პოლ პოგბას “რეალში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა და მას ტურინში დარჩენა ურჩია.

- რას ურჩევდით პოგბას?

- მხოლოდ ჩემი პერსონალური გამოცდილებიდან. თუმცა ყველა შემთხვევა ყოველი ფეხბურთელისთვის განსხვავებულია და გადაწყვეტილებებიც თავად უნდა მიიღონ, მაგრამ...

- მაგრამ?...

- მომავალ ზაფხულში ტურინის დატოვება 2006 წელთან შედარებით განსხვავებული იქნება. 2006-ში ჩვენ ქვედა ლიგაში დაგვაქვეითეს, ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ასხვისებდა, “რეალი” კი ყოველთვის შედის მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის, მაგრამ “იუვე” ახლა დაუბრუნდა თავის ტრადიციულ სიმაღლეებს, დომინირებს იტალიაში და ევროპაშიც მალე დადგება მისი დრო. თუ დარჩება პოგბა, როგორც ტევესი, პირლო, ვიდალი, ეს კარგი იქნებოდა მომავალი წარმატებებისკენ.

- მადრიდში მიღწევები ვერ ექნება?

- ყველაფერი პოგბას ხელშია. ერთი რამ ცხადია: როდესაც იცვლი გუნდს, ყველაფერი თავიდან იწყება.

- ანუ?

- პოგბა “იუვეში” უსაფრთხოდაა. მას გვერდით ჰყავს პირლო, როგორც მშობელი. ალბათ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს ათჯერ უნდა დაფიქრდეს. “რეალის” გულშემატკივრები მომთხოვნები არიან.

- თქვენ არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე მადრიდისტების წუწუნი?

- “რეალის” გულშემატკივრები, ისევე, როგორც მთლიანად გუნდი, ძალზე მომთხოვნია. მადრიდში ახალი ფეხბურთელისგან ყოველთვის გაცილებით მეტს ელიან, რადგანაც შენში დიდ თანხას იხდიან.

0.102977