ფეხბურთი

15:26 | 11.02.2015 | ნანახია 742 - ჯერ

გრიგალავას და “ანჟის” ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ინტერნეტპორტალ championat.com-თან განაცხადა, რომ მახაჩყალის “ანჟის” მშვიდობიანად დაშორდა და მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ.

“ანჟის” მშვიდობიანად დავშორდი. კლუბს ჩემთან პრეტენზია არ აქვს და არც მე – კლუბთან. ცალკე მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებსაც ჩემი ბოლომდე სჯეროდათ” – თქვა გრიგალავამ.

გრიგალავას მომავალი ჯერ უცნობია. მას პერმის “ამკარი” ეპატიჟებოდა, მაგრამ მხარეებმა პირობებზე ვერ მოილაპარაკეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:39 | 11.02.2015
shakooo7 (2507)

შეგისრულეს არა მაგ ასვრებმა

0.065394