ფეხბურთი

15:11 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: “ყოველთვის ამოცანა მქონდა - ქართულ ფეხბურთს მაქსიმალურად დავხმარებოდი”

“სამტრედიას” სპორტულმა დირექტორმა დავით მუჯირმა, ტირასპოლის “შერიფის” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სურს ქართულ ფეხბურთს მაქსიმალურად დაეხმაროს.

დავით მუჯირი: “შერიფთან” მხოლოდ სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. ვაჟა თარხნიშვლთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ხშირად ვურთიერთობ. ძალიან მიხარია, რომ მოლდოვაში ასეთი სტაბილური კლუბია, რომელიც ევროთასებზე ასპარეზობს. კლუბის პრეზიდენტმა ვიქტორ გუშჩანმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა. მან შანსი მომცა, ევროთასებზე მეთამაშა და როგორც ფეხბურთელი გავზრდილიყავი. შემდეგ პროგრესი გავაგრძელე და “შერიფიდან” ავსტრიულ “შტურმში” გადავედი, ხოლო ამის მერე ჩემს კარიერაში რუსული კლუბები იყო. იაპონიამდეც კი ჩავაღწიე. კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი და ქართულ ფეხბურთში ვსაქმიანობ. იმედია, ჩემს ქვეყანას სარგებელს სხვა სტატუსით მოვუტან”.

- “შერიფში” გატარებულ ორ წელიწადში მოლდოვის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდით, 2000-2001 წლების სეზონში საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვეთ და ევროთასებზე “შერიფის” მიერ გატანილი პირველი გოლის ავტორი ხართ. ეს გამარჯვებები კარგად გახსოვთ?

- ყველაფერი კარგად მახსოვს. ყველაზე სასიამოვნოა, რომ “შერიფთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი პირველად გავხდი. “შერიფში” გატარებულ 2 წელიწადში უფრო მეტი მოვასწარი, ვიდრე ვფიქრობდი. 2 სრული სეზონი გავატარე, ბევრი ტიტულები მოვიგე და ტირასპოლიდან ვალმოხდილი წავედი. მოთამაშეებმა, სამწვრთნელო შტაბმა და კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი სამუშაო გასწია, რომ 2001 წელს ჩემპიონობა მოგვეგო. ამის შემდეგ, “შერიფი” კიდევ უფრო პროგრესირებდა და მხოლოდ წინ მიიწევდა. კლუბმა იმ დონეს მიაღწია, რომ ევროპის ლიგის ჯგუფში პრაქტიკულად მუდმივად ხვდება და წარმატებით თამაშობს. ევროთასებზე “შერიფის” პირველი გოლი მე გავიტანე და მსიამოვნებს, როდესაც ჩემს გვარს კლუბის ისტორიაში ვხედავ.

- ტირასპოლელ გულშემატკივრებს როგორც უძლიერესი დარტყმის პატრონი ახსოვხართ. ამბობდნენ, რომ მეტოქეებს “ცოცხალ” კედელში ჩადგომა ეშინოდათ, როდესაც საჯარიმოს შესრულებას აპირებდით. მართალია?

- არ ვიცი მეტოქეებს ეშინოდათ თუ არა, მაგრამ საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგებოდიდ და ვცდილობდი კლუბისთვის მაქსიმუმი მიმეცა. სასიამოვნოა, რომ რაღაც წვლილი შევიტანე კლუბის განვითარებაში, რომელიც გაიზარდა და კიდევ უფრო ვითარდება. “შერიფს” წელს ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ.

- ამჟამად, “სამტრედიას” სპორტული დირექტორი ხართ, ხოლო ვაჟა თარხნიშვილი “შერიფის” გენერალური დირექტორია. დრო მალე გარბის არა?

- რა თქმა უნდა, დრო მალე გარბის. თუმცა, ეს საფეხბურთო ცხოვრებაა. ყოველთვის კონკრეტული ამოცანა მქონდა, რომ ქართულ ფეხბურთს მაქსიმალურად დავხმარებოდი. კარიერას რომ ვამთავრებდი, ბოლო სეზონი ქართულ კლუბში გავატარე. მსურს, რომ საქართველოში ფეხბურთი განვითარდეს და ის უკეთესი გახდეს, ვიდრე ახლაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105465