ფეხბურთი

13:32 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” არგენტინის ნაკრების მცველით დაინტერესდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და “რივერ პლეიტის” მცველი ემანუელ მამანა შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოში” აღმოჩნდეს. ფეხბურთელის გადაბირებით “როხიბლანკოს” თავკაცი დიეგო სიმეონეა დაინტერესებული.

ემანუელი 19 წლის დღეს 10 თებერვალს გახდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2014 წლის 7 ივნისს სლოვენიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მცველმა 13 წუთით იასპარეზა.

ემანუელ მამანა სიმეონეს ვაჟთან ჟოვანისთან ერთად სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა შორის 2015 წლის ჩემპიონიც გახდა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. აღნიშნული ტურნირის ბომბარდირი 9 გოლით სწორედ “ატლეტიკოს” თავკაცის ვაჟიშვილი აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061716