ფეხბურთი

11:38 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ და კობახიძემ “სპარტას” მოუგეს

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ყაზანის “რუბინმა” თურქულ შეკრებაზე ჩეხური პრაღის “სპარტა” 4:2 დაამარცხა.

მცველები სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა სრულად ითამაშა, ხოლო მეორე 70-ე წუთზე შეცვალეს.

ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელიც თურქეთში ემზადება, ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის პირველი დივიზიონის “გაზოვიკი” 2:1 დაამარცხა. უზბეკეთის ჩემპიონის კაპიტანი კახა მახარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო.

აქვე გეტყვით, რომ კიდევ ერთ სპარინგში ტაშკენტელები რუმინეთის “კრაიოვასთან” 0:2 დამარცხდნენ.

0.145047