ფეხბურთი

11:19 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალისტთა ნაკრებმა პირველი სპარინგი წააგო

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც ალიკ სარქისიანი წვრთნის, მაკედონიაში ადგილობრივ ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი 4:9 წააგო.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

დავით კეფაშვილი, ალექსანდრე ძაბირაძე, გოგა ალთუნაშვილი, კახა მაისაია, გიორგი ტიკურიშვილი.

ქართველები მაკედონიელებთან კიდევ ერთ სპარინგს 11 თებერვალს ჩაატარებენ.

თეგებიფუტსალი
0.118793