“ლოს ანჯელეს კლიპერსის” ფორვარდი ბლეიკ გრიფინი შემდეგ კვირას მარჯვენა იდაყვზე ოპერაციას იკეთებს. ამის გამო ყველა ვარსკვლავის მატჩზე “დასავლეთის” გუნდში ბლეიკს “პორტლენდის” ლიდერი დამიან ლილარდი ჩაანაცვლებს. აღნიშნულ ინფორმაცია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში ლილარდი საშუალოდ ერთ მატჩში 21.6 ქულას, 4.7 მოხსნას და 6.3 პასს აგროვებს.
დასავლეთის ხუთეული: კარი, ლილარდი, მარკ გასოლი, კაზინსი, დევისი
აღმოსავლეთის ხუთეული: ლოური, უოლი, ენტონი, ჯეიმსი, პო გასოლი
ყველა ვარსკვლავის მატჩი 15 თებერვალს ნიუ იორკში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პორტლენდში რა სახელები შეგროვდნენ ? ლილარდი-მაკკალუმი-არიზა-მელო-ჰასანას ხუთეულს ეხუმრებით ? იქვე ნურკიჩიც მოკეთებულა და განაცხადში იყო ამ დილით.
მაგარი ბრძოლა წავა მემფისს, სან ანტონიოს და ორეგონელებს შორის პლეიოფის მატარებლის ბოლო ვაგონზე შესახტომად.