მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერი, ავსტრალიის ღია პირველობის ხუთგზის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი TennisWorldUSA-ის კორესპონდენტს ესაუბრა და ყურადღება შედარებით ახალგაზრდა ჩოგბურთელების პროგრესზე გაამახვილა.
“დიდ ოთხეულს” და დანარჩენ მოთამაშეებს შორის დისტანცია თანდათან მცირდება, თუმცა, ახალგაზრდებს კიდევ შრომა მართებთ, რატა ჩემს, როჯერ ფედერერს, რაფა ნადალსა და ენდი მარეის გაუთანაბრდეს. ყველაზე მეტად კი მაღალ დონეზე სტაბილური გამოსვლა აკლიათ. ამის დასტური ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გათამაშების ფინალია, რომელშიც სწორედ რეიტინგის მოწინავე ოთხეულის ორმა წარმომადგენელმა გააღწია”, - აცხადებს “ნოლე”.