საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული გუნდი 9 და 10 თებერვალს სტუმრად მაკედონიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:
მეკარეები: დავით ეფაშვილი (“თელასი”), თორნიკე ბუკია (“ეკოლი”, ბაქო, აზერბაიჯანი) და გიორგი ახობაძე (“ილიაუნი”)
მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე ( “თბილისი”), გოგა ალთუნაშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ყველა “ნეფთჩი” ბაქო, აზერბაიჯანი), კახაბერ მაისაია, ირაკლი თოდუა, დავით ბობოხიძე, გიორგი ტიკურიშვილი (ყველა “ეკოლი”, ბაქო, აზერბაიჯანი), ნიკა ზედელაშვილი (“ლიდსელმაში”, მინსკი, ბელარუსი), გიორგი დიაკვნიშვილი (“ნიკარსი”, რიგა, ლატვია), ვახტანგ ჯვარაშვილი (“გრანდ პრო”, ვარნა, ბულგარეთი), ვახტანგ კეკელია, გიორგი სილაგავა (ორივე “არმაზი”), შოთა თოფურია (“თელასი”), გიორგი აკობია (IBSU).
სარქისიანის შეგირდები სპორტკომპლექს “არენა 1”-ში ემზადებიან და მაკედონიაში 8 თებერვალს გამთენიისას გაფრინდებიან.