სხვა

15:24 | 5.02.2015 | ნანახია 1842 - ჯერ

იოვან პოპოვიჩი: ”ყველაზე რთული მეტოქე სლოვაკეთის გუნდია”

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელებმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლთან დაკავშირებით საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციას ესწრებოდა საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და მსოფლიო საწყლოსნო მართველი ორგანოს ფინა-ს წარმომადგენელი ჯანი ლონსი, ასევე წყალბურთის ნაკრების მოთამაშეები მიხეილ ბაღათურია და და ზურაბ რურუა.

“საწყლოსნო ფედერაციისთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მასპინძლობა მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც საქართველოში წყალბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. ჯანი ლონსი ფინა-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელია და მისი სტუმრობა ჩვენი ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სექტემბრიდან საქართველოს ნაკრები მსოფლიო ლიგაში იასპარეზებს. მსოფლიო ლიგის მატჩები უწყვეტად მაისამდე გაგრძელდება”, - აღნიშნა საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ.

“შესარჩები ეტაპის პირველი ნაწილის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ასევე ისიც უნდა ვთქვა, რომ სექტემბრიდან მსოფლიო ლიგაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრები მიიღებს. მჯერა, ეს გათამაშება ქართული წყალბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს”, - აღნიშნა ჯანი ლონსმა.

ევროპის შესარჩევი ეტაპის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერბმა იოვან პოპოვიჩმა.

“მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ყველაზე ძლიერი მეტოქე სლოვაკეთის გუნდია და უფრო მეტად ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ. თუმცა, ვფიქრობ, დაძაბულობა სხვა მატჩებსაც არ დააკლდება”, - აღნიშნა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იოვან პოპოვიჩმა.

“გვახარიას თასზე” გამართული მატჩების მიხედვით ჩვენი გუნდის შეფასება არ იქნება სწორი. “გვახარიას თასი” მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ასევე იმ ფაქტორმაც მოახდინა გავლენა, რომ 9 ახალგაზრდა წყალბურთელი დავიმატეთ და მათვის გასული ტურნირი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. ასევე რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაგვაკლდა, რომლებიც გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის შემოუერთდნენ. თბილისში გასამართ შესარჩევ ციკლში ჩვენთვის მიზანი 6 ქულის აღება იქნება”, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზურაბ რურუამ.

საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი” 6-8 თებერვალს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს. ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობას სლოვაკეთის, პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრები გუნდები მიიღებენ. შესარჩევი ეტაპის მეორე წრეს რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი და მალტა უმასპინძლებენ. ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” 6 თებერვალს სლოვაკეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

6 თებერვალი

18:45 საათი საქართველო – სლოვაკეთი

20:00 პორტუგალია – შვეიცარია

7 თებერვალი

17:00 სლოვაკეთი – პორტუგალია

18:45 საქართველო – შვეიცარია

8 თებერვალი

10:00 შვეიცარია – სლოვაკეთი

11:45 საქართველო - პორტუგალია


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:00 | 07.02.2015
mushni (93569)

წავაგეთ

20:55 | 06.02.2015
დათო გურგენიძე (1264)

ლეგიონერები შეგვიმცირდა და დაგვერხა.

03:58 | 07.02.2015
mushni (93569)

მაგრად

20:45 | 06.02.2015
დათო გურგენიძე (1264)

წავაგეთ. საქართველო 10-11 სლოვაკეთიstripslashes((strlen('http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=06-02-2015%2020:40')>0?' http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=06-02-2015%2020:40':' http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=06-02-2015%2020:40'))

18:43 | 06.02.2015
sandrinio10 (1411)

იქნებ ლინკი დადოთ ვინც იცით სად უყუროთ მაგრამ მინდა ჩვენების ყურებაააა!!!

03:59 | 07.02.2015
mushni (93569)

არა არსად

18:13 | 06.02.2015
sandrinio10 (1411)

დღეს სად უყუროთ წყალბურთ ვინმემ არ იცით რომ ინფორმაცია მოგვაწოდოთ ???

18:24 | 06.02.2015
BEERTRANCE (97819)

ალბათ ვერაფერი

03:59 | 07.02.2015
mushni (93569)

ეგრეა

16:57 | 06.02.2015
დათო გურგენიძე (1264)

წყალბურთის ფედერაციამ ან live stream გააკეთოს ან 1 არხის გარდა სხვა ტელეკომპანიასთან ცადოს მოლაპარაკება, რო გაანძრიოთ ერთი ადგილი არა? მაგ დარბაზში სრულფასოვნად ნათესავებიც ვერ ეტევა და ვისთვის დაცურავთ. იგივე პონტია ბორია ივანაშვილი და მისი სანათესაო რო უყურებს თავის ზვიგენებს მარტო.
რათ გინდათ ისეთი წყალბურთი მარტო ნათესავებმა რო უყუროს?

17:45 | 05.02.2015
პანტელეიმონი (4347)

წარმატებები ჩვენს წყალბურთელებს ! ! !

03:59 | 07.02.2015
mushni (93569)

ამინ ბრატ

17:11 | 05.02.2015
დათო გურგენიძე (1264)

იმდენად პატარა დარბაზია რომ მათი ყველა ნათესავიც კი ვერ დაეტევა დარბაზში და რისთვის თამაშობენ თუ ტელევიზიამაც არ აჩვენა?

16:35 | 05.02.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

16-მდე გაიზარდა ევროჩემპიონატი, დიდი ალბათობით ვიასპარეზებთ ევროპაზე.

10:30 | 06.02.2015
BEERTRANCE (97819)

უნდა შევძლოთ

03:59 | 07.02.2015
mushni (93569)

კი

15:56 | 05.02.2015
BEERTRANCE (97819)

საზჯმაუს მართლა 9 სართულიანი მოკითხვა თუ არ აჩვენეს

17:10 | 05.02.2015
დათო გურგენიძე (1264)

100% ხარ მაგრამ მარტო 1 არხი ხომ არ არის, სოკოებივით მომრავლდნენ ტელევიზიები და აჩვენონ.

10:30 | 06.02.2015
BEERTRANCE (97819)

საზჯმაუს ყველაზე მეტად ევალება ეგ საქმე

03:59 | 07.02.2015
mushni (93569)

+1

15:56 | 05.02.2015
BEERTRANCE (97819)

სლოვაკეთი მართლაც ყველაზე რთული მეტოქე იქნება, მაგრამ შეგვწევს 3-ვე თამაშის მოგება.
წარმატებები

15:53 | 05.02.2015
Gela Chitidze (970)

კი მაგრამ საზოგადოებრივს ჩამოეძინა? გამოფხიზლდით ბატონებო, გამოფხიზლდით

17:07 | 05.02.2015
დათო გურგენიძე (1264)

საზოგადობრივზე სწორი ხარ მაგრამ სხვა ტელეკომპანიებიც ხომ არსებობს?

15:41 | 05.02.2015
დათო გურგენიძე (1264)

არცერთი ტვ არ აჩვენებს?

03:59 | 07.02.2015
mushni (93569)

არა ვეძებ მეც

0.064938