ფეხბურთი

23:28 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “დნიპრო” “ლუდოგორეცს” დაუზავდა

ჯაბა კანკავას “დნიპრომ” ამხანაგური მატჩი ბულგარული “ლუდოგორეცის” წინააღმდეგ გამართა. შეხვედრამ გოლის გარეშე ჩაიარა, ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა უკრაინული კლუბის განაცხადში მოხვდა, თუმცა მოედანზე გასვლა არ მოუწია.

მირონ მარკევიჩის გუნდისთვის “ლუდოგორეცთან” დაპირისპირება მოსამზადებელ ეტაპზე რიგით მეხუთე ამხანაგური მატჩი იყო, “დნიპრო” შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 6 თებერვალს ვარშავის “ლეგიას” წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, “დნიპრო” წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 19 თებერვალს ევროპალიგის მერვედფინალურ სტადიაზე პირეოსის “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111306