თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის პრემიერლიგის პავლოდარის “ირტიშთან” ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა. ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
შეყრილაძე, ბანძელაძე (იოსელიანი, 70), ზაზა ჭელიძე,ადამაძე, ჩიკვილაძე (კ), გოგი გოგიჩაიშვილი (მირცხულავა 80), კლიმიაშვილი (ქებაძე, 70), ტუღუში (ბაბუნაშვილი,61), კირკიტაძე (ზივზივაძე, 65), საბანაძე (ნიკო კვასხვაძე, 72), კვერნაძე (ვახტანგ კვარაცხელია, 46).
მატჩის მე-20 წუთზე ანგარიში ქუთაისელთა ახალწვეულმა შემტევმა ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ გახსნა, ხოლო 20 წუთის მერე ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო.
2 თებერვალს “ტორპედო” მორიგ სპარინგს სამხრეთ კორეის “ჟეჟუ იუნაიტედთან” ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.