ფეხბურთი

13:59 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” მეორე წრისთვის მზადება თურქეთში გააგრძელა

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბი “ზუგდიდი” თურქეთის ქალაქ სიდეში გუშინ ჩაფრინდა და 13-დღიან შეკრება დაიწყო. გუნდი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდა და ბესიკ შეროზიამ ფეხბურთელები უკვე ავარჯიშა. ქართველმა სპეციალისტმა თურქეთში 25 ფეხბურთელი წაიყვანა, ესენი არიან:

მეკარეები: ბობღაშვილი, ივარდავა.

მცველები: აკობია, რიგვავა, პაჭკორია, ღონღაძე, მაჩაიძე, მეგრელიშვილი, ნარმანია, ახალაია.

ნახევარმცველები: ტყემალაძე, კობერიძე, ქირია, კუტალია, გუგუჩია, წურწუმია, ლომია, ფარჯიკია, ენდელაძე, სამუშია.

თავდამსხმელები: ქობალია, ეხვაია, კუკავა, ბულია, თუთბერიძე.

“ზუგდიდი” თურქეთში 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და შესაძლოა მეხუთე ტესტ-მატჩიც გამართონ. ჯერჯერობით უცნობია თუ ვის დაუპირისპირდებიან ზუგდიდელები.

0.112582