ფეხბურთი

20:32 | 31.01.2015 | ნანახია 1354 - ჯერ

ოფიციალურად: “რომამ” დუმბია შეიძინა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელი სეიდუ დუმბია კარიერას “რომაში” გააგრძელებს. როგორც რუსული კლუბის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, 27 წლის ფეხბურთელი რომაელებს შეუერთდება.

ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს და დუმბიას “რომა” სეზონის ბოლომდე ინათხოვრებდა. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ტრანსფერი დეტალების შესახებ არ არსებობს.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტდივუარელის სანაცვლოდ “მგლები” რუსებს 15 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო ფეხბურთელს 4.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ცსკა-ს მაისურით 27 წლის თავდამსხმელმა 129 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი ამჟამად აფრიკის ეროვნებათა თასზე ასპარეზობს და ჯგუფური ეტაპზე ერთი გოლი გაიტანა. აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ დუმბია “რომას” მიაშურებს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:25 | 01.02.2015
aristokrat-gio (678)

აფრიკელი ფორვარდები ყველა სხვა ეროვნების ფორვადებს მირჩვნია, ძალიან ძლიერი თავდამსხმელები ყავდათ და დღესაც თუ ვინმე გამოსარჩევი აფრიკელია უმეტესობა ფორვარდია

21:17 | 31.01.2015
manunited1878 (373)

ვინმემ იცით პაპავა გაანათხოვრეს გაყიდეს თუ გააჩუქეს?

21:54 | 31.01.2015
Torres9 (12692)

გაყიდეს

21:12 | 31.01.2015
Torres9 (12692)

აქამდე უნდა წასულიყო ცსკადან დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო,მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო

21:07 | 31.01.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

ეს მაგარი იგროკია რუსეთში ყველაზე მაგარი ფორვარდი იყო კარგი შენაძენია რომაში კიდე მოუმატებს და კაი იგროკი დადგება

20:41 | 31.01.2015
chamilo (33560)

ყოჩაღ რომას კარგი შენაძენია,რამდენიმე თამაშს ვადევნე თვალი დუმბიასი და კარგი იგროკია და რომაში მგონი რომ გაქაჩავს

20:37 | 31.01.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

კაია, ,,შავი კაცი" გააძლიერეფ ,,მგლებს".

0.118716