ფეხბურთი

13:40 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო ბრძოლა “სტემფორდ ბრიჯზე”

ინგლისის ჩემპიონატის 23-ე ტურში შესაძლოა ჩემპიონის ვინაობა ნაადრევად გაირკვეს. მართალია სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დღეს “ჩელსი” შინ “მანჩესტერ სიტის” დაამარცხებს, სხვაობა უკვე 8 ქულა გახდება და კლუბების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსაგენია ჟოზე მოურინიოს გუნდმა ამხელა უპირატესობა გაუშვას ხელიდან.

“ბრედფორდთან” განცდილი კრახის შემდეგ ლონდონურმა კლუბმა ლიგის თასზე “ლივერპულის” დამარცხება დამატებით დროში მოახერხა და ფინალში გავიდა. პრემიერლიგაში “არისტოკრატებს” ათი საშინაო მატჩიდან ათივე მოგებული აქვთ: 24 გატანილი და 3 გაშვებული. ლონდონელებმა შინ გოლი ბოლოს ქპრ-სთან გაუშვეს 1 ნოემბერს. მათ გარდა, “სტემფორდ ბრიჯზე” ორი გოლის გატანა მოახერხა ”სუონსიმ”, ხოლო დანარჩენ 8 შემთხვევაში “ჩელსიმ” მშრალად იმარჯვა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ სტატისტიკაა და როდესაც ორი ამ დონის კლუბი ერთმანეთს უპირისპირდება არაფერს ნიშნავს. დღეს გამარჯვების შემთხვევაში “ლურჯები” უშუალო კონკურენტს 8 ქულით ჩამოიტოვებენ და საჩემპიონოდ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ. ტრავმის გამო ფელიპე ლუისი ვერ ითამაშებს, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო დიეგო კოშტა ვერ დაეხმარება თავის გუნდს, რაც სერიოზული დანაკლისია. ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ მას “ლივერპულთან” ჩადენილი არასპორტული საქციელი არ აპატია და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. მის ნაცვლად დიდიე დროგბა ითამაშებს. საეჭვოა ასევე ბრანისლავ ივანოვიჩის, ობი მიკელისა და სესკ ფაბრეგასის ყოფნა. სამივე მოთამაშეს მცირე დაზიანება აწუხებს.

ძალიან არატაბილურად გამოიყურება “მანჩესტერ სიტი”, რომელმაც გასულ კვირას “მიდლსბროსთან” საშინაო შეხვედრა დათმო და ინგლისის თასს დაემშვიდობა. მანუელ პელეგრინის გუნდი საქმეები არც პრემიერლიგაში მისდის ხეირიანად, ბოლო 5 მატჩში 2 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება, 9 გატანილი და 8 გაშვებული. დაცვის ასეთი სუსტი თამაშის ფონზე შესანიშნავ ფორმაში მყოფი დიეგო კოშტას შეჩერება ძალიან გაჭირდებოდა და “ქალაქელებს” ძალიან გაუმართლათ “ატლეტიკოს” ყოფილი ფორვარდი რომ არ იქნება დღეს. მანჩესტერელებს ძალიან აკლიათ იაია ტურემ, რომელიც აფრიკის თასზე სათამაშოდ იმყოფება და დიდწილად მისი არყოფნითაც აიხსნება გუნდის ჩავარდნა, რადგან ბრაზილიური დუეტი (ფერნანდო და ფერნანდინიო) მის ღირსეულად შეცვლას ვერ ახერხებს და ცენტრი სუსტად გამოიყურება.

გასულ სეზონში “სტემფორდ ბრიჯზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს. მაშინ გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და “სიტის” რიგებიდან თავის გამოჩენა “ჩელსის” ლეგენდამ ფრენკ ლამპარდმა მოახერხა, რომელიც დღეს “სტემფორდ ბრიჯზე” სხვა გუნდის მაისურით ითამაშებს. თუმცა, ფრენკს შინ დიდებული დახვედრა ელოდება...

21:30 ჩელსი – მანჩესტერ სიტი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, რამირესი, მატიჩი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, დროგბა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდო, ფერნანდინიო, ნასრი, მილნერი, სილვა, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ტურის სხვა მატჩების ანონსი იხილეთ ამ ბმულზე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112671