სხვა

3:20 | 30.01.2015 | ნანახია 1210 - ჯერ

გედევანიშვილი მე-19 ადგილს დასჯერდა

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ელენე გედევანიშვილი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩაება და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, თუმცა, მის ასპარეზობას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში 49.20 ქულა მიიღო (1.0 ქულა შეცდომისთვის დააკლდა) და 38 მონაწილეს შორის მე-19 შედეგი აჩვენა. ფინალში 24 საუკეთესო გოგონა გადიოდა, ამდენად, ქართველმა სპორტსმენმა მიზანს უწია.

საინტერესოა, რომ პირველი დღის შემდეგ, მოწინავე სამეული სრულად რუსებით არის დაკომპლექტებული. ელენა რადიონოვა (70.46), ელიზავეტა ტუკტამიშევა (69.02) და ანა პოგორილაია (66.10) წინ გაიჭრნენ და დიდი ალბათობით, მედლებსაც ისინი გაითამაშებენ.

ქალთა თავისუფალი პროგრამა 31 იანვარს გახლავთ დაგეგმილი და გედევანიშვილი ყინულზე პირველ ნომრად გავა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:36 | 31.01.2015
besik (497)

ელენემ უნდა დაამთავროს კარიერა, უკვე ოცეულშიც ვერ შედის.

23:09 | 30.01.2015
federer (17) (15576)

წონაში კი აქვს დაკლებული აშკარად მაგრამ ძაან ცუდ ფორმაშია სამწუხაროდ
ოლიმპიადაზე მართლა მსუქანი იყო
წარმატებას ვუსურვებ მაგრამ არა მგონია აწინ ელენემ კონკურენცია გაუწიოს ლიდერებს

19:36 | 30.01.2015
პანტელეიმონი (4347)

მეჩვენება რომ ელენეს ბევრად დაკლებული აქვს წონაში და კარგად გამოიყურება.

ელენე, არ დანებდე !

წარმატებას გისურვებ.

15:15 | 30.01.2015
bernabeu07 (1086)

წრმოიდგინეთ რუსებს რა სკოლა აქვთ, სამივე გოგონა ერთი თავით მაღლა დგას დანარჩენებზე და პლუს ამას ეს მაშინ როცა ორი ოლიმპიური ჩემპიონი სოტნიკოვა და ლიპლინცკაია არ ყავთ წაყვანილი

13:18 | 30.01.2015
Somelio (806)

კოზმავა სადაურია? კოზმავას აფხაზებს ვიცნობდი. თუ აფხაზია, მაშინ გამოდის საქართველოს სახელით აფხაზი და ოსი ასპარეზობენ.

12:03 | 30.01.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

მდა.

09:47 | 30.01.2015
BEERTRANCE (97819)

უბრალოდ დასანანია

08:31 | 30.01.2015
miriani (2665)

Dzaanac ro ar mindodes mainc unda dagetanxmo, eg samcuxaro realobaa

03:31 | 30.01.2015
federer (17) (15576)

ხო ვთქვი დაგლიჯავს ყველაფერს მეთქიი
მაგრად მოუკლო ამ გოგომ
სააკაშვილმა რაც მისცა ღირსების ორდენი მის მერე
ქართველისთვის წარმატების დაფასება არ შეიძლება თუ ის კიდე გინდა რო სპორტში დარჩეს აქსიომაა ეს და დავას არ ექვემდებარებაა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070991
სარეკლამო ადგილი - 99
X x X