ფეხბურთი

22:01 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” ერნანდესით დაინტერესდა

რომის “ლაციო” “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელით ხავიერ ერნანდესით დაინტერესდა – იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

მიმდინარე სეზონს მექსიკელი მადრიდის “რეალში” ატარებს იჯარის წესით, თუმცა ქარიმ ბენზემასთან კონკურენციის გაწევა უჭირს და იშვიათად უწევს თამაში. ჩიჩარიტოსაც ისეთ კლუბში სურს თამაში, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება და მეტ-ნაკლებად მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებს. 26 წლის ფორვარდს “მანჩესტერთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

მექსიკელმა “რეალის” მაისური 12-ჯერ მოირგო და 4-4 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113457