ფეხბურთი

20:01 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: “პოგბა “იუვენტუსს” დატოვებს”

როგორც პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ Gazzetta dello Sport –თან საუბარში აღნიშნა, სავარაუდოდ, ფრანგი ნახევარმცველი მიმდინარე წელს ტურინულ კლუბს დატოვებს.

“თუ ვერ ახერხებ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის ან ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყიდვას, შეიძლება სცადო პოგბას შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ პოგბა “იუვენტუსში” არსებული პირობებით კმაყოფილია, რეალურია გამოჩნდეს ისეთი გუნდი, რომლისთვისაც პოლი იქნება მთავარი სამიზნე და შესაბამისად მასში დიდ თანხასაც გადაიხდის. იმდენად დიდს, რომ პოგბა ტურინულ კლუბს დატოვებს. ვფიქრობ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს აუცილებლად მოხდება”, - აღნიშნა მინო რაიოლამ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას ყიდვით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ერთ-ერთი მათგანი კი მადრიდის “რეალია”.

თეგებიპოლ პოგბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106203