თამაშგარე

10:39 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტეკელენბურგის იმედგაცრუებული ცოლი

ჰოლანდიელი გოლკიპერის, მარტინ სტეკელენბურგის მეუღლე, კიმ სტეკელენბურგი თურმე ნამეტანი გულდაწყვეტილია ქმრის ბოლოდროინდელი კარიერული პრობლემებით და ერთ-ერთ ნიდერლანდულ გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ ქმრის კარიერისგან ბევრად მეტს ელოდა.

სკეტელენბურგის მეუღლე თავის დროზე ძალიან იყო მოწადინებული, რომ მისი ქმარი სათამაშოდ ”რომაში” დარჩენილიყო, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ჰოლანდიელი მეკარის გასხვისება არჩია, რამაც კიმის გულისწყრომა გამოიწვია.

მარტინ და კიმ სტეკელენბურგებს ერთი შვილი, სემი ჰყავთ. როგორც გოლკიპერის მეუღლე ამბობს, ბავშვს ფეხბურთისადმი მიდრეკილება აქვს და მშობლები სემის დიდ ფეხბურთელად გახდომაზე ოცნებობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135939