28 წლის რუსი ჩოგბურთელი მარია კირილენკო 6 თვის წინ ჰოკეის მოთამაშეს ალექსანდრე ოვეჩკინს დაშორდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირილენკო გათხოვდა, დღეს კი რუსმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში ქორწილის სურათი განათავსა. მარიას რჩეული 38 წლის რუსი ბიზნესმენი ალექსეი სტეფანოვი გახლავთ.
მარია კირილენკომ ავსტრალიის ღია პირველობა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. კირილენკო 2013 წელს მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი გახლდათ. მეჩოგნეს კარიერაში 6 WTA-ის ტურნირი აქვს მოგებული.







