ჭადრაკი

21:02 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარის ტურნირზე სამი ქართველი მონაწილეობს

დაიწყო გრანდიოზული ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ევროპის ჯუჯა სახელმწიფო გიბრალტარი მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში 46 ქვეყნის 260-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირში ქალები და კაცები ერთად თამაშობენ. მათ შორის არიან საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრები ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია.

აღნიშნულ ტურნირში 2700-იანთა კლუბის 8 წარმომადგენელი მონაწილეობს. ტურნირის 12 ვაჟი და 10 საუკეთესო მანდილოსანი დაკავებული ადგილების მიხედვით შესაბამისი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ვაჟთა შორის საუკეთესო და ქალებში გამარჯვებული 15 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღეებენ. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად ჩატარდება.

პირველი დღე ქართველი მოჭადრაკეებისთვის იღბლიანი გამოდგა, სამივემ მოიგო და აქტივში თითო ქულა ჩაიწერეს. ხოტენაშვილმა - რობერტ დანიელსონი (შვედეთი), მელიამ - ჰაკონ ლიენ კიელი (ნორვეგია), ხოლო ჯავახიშვილმა - კარსტენ ბირნი (დანია) დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121322