ჩოგბურთი

15:26 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი სეტწაუგებლად ნახევარფინალშია

პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი კანადელი მილოშ რაონიჩი 7:6, 6:4, 6:2 დაამარცხა.

პირველ სეტში ნოლემ ტაი-ბრეიკზე 7:5 იმარჯვა. მეორე სეტში ნოვაკმა ერთი უპასუხო ბრეიკი შეასრულა, ხოლო მესამე სეტში ჯოკოვიჩმა 2 ბრეიკი შეასრულა და მატჩი სეტწაუგებლად მოიგო.

შეხვედრა 2 საათსა და 3 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 8 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მილოშმა 15 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა.

ნახევარფინალში ნოვაკის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი ჩემპიონი სტანისლას ვავრინკა იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში 3 სეტში კეი ნიშიკორი დაამარცხა. ჯოკოვიჩი ვავრინკას ურთიერთშეხვედრებში 16:3 ამარცხებს.

მიმდინარე ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა 5 მატჩი მოიგო, სერბს ჯერჯერობით სეტიც არ წაუგია.

0.114792