ფეხბურთი

13:13 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ ესპანური შეკრება მარცხით დაიწყო

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის ესპანურ შეკრებაზე პირველი მატჩი პოლონეთის “ლეხიასთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დნეპროპეტროვსკელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

გამოჯანმრთელებული კანკავა, რომელმაც საშემოდგომო ეტაპის მიწურულს ტრავმა მიიღო, “დნიპროსთან” ერთად მეორე შეკრებას გადის. პირველად დნეპროპეტროვსკელები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდნენ, სადაც ჩატარებული მატჩებიდან ერთ-ერთში ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114754