ფეხბურთი

12:31 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარი” ადრიანოს ვერ ელევა

დონეცკის “შახტარი” საკუთარი ლიდერის, თავდამსხმელ ლუის ადრიანოს გასხვისებას არ აპირებს და უფრო მეტიც, 27 წლის ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა განაცხადა, რომ მოთამაშის მიმდინარე კონტრაქტს ვადა წლის ბოლოს ეწურება და არა ზაფხულში, როგორც ზოგიერთი ევროპული საინფორმაციო საშუალება ამბობს. ლუის ადრიანოს შეძენით იტალიური “რომაა” დაინტერესებულს და “შახტარს” ოფიციალური წინადადებითაც მიმართა.

0.118533