მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალის პირველი ტურის მესამე შეხვედრაში ქვეყნის ვიცეჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი „ქუთაისი-2010“ ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულ „ოლიმპთან“ 61:80 დამარცხდა.
მიმდინარე ჩემპიონატში ქუთათურები ლიდერ „დინამოს“ ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „ოლიმპი“ მე-6 ადგილზე იმყოფება. 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. „ქუთაისი-2010“ სხვადასხვა მიზეზით გიორგი ცირეკიძემ და ბექა ბექაურმა დატოვა, ხოლო გუნდში ოთო ბულიავა აიყვანეს. რაც შეეხება „ოლიმპს“, გუნდში აღარ ირიცხებიან ირაკლი ალხანაიძე და ზვიად ანთაძე. მათ ნაცვლად „ოლიმპში“ ადგილი სერბმა ლეგიონერმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა მარკო დუშკოვიჩმა და „ქუთაისი-2010“-ის აწ უკვე ყოფილმა კალათბურთელმა ცირეკიძემ დაიკავეს.
როგორც შემადგენლობიდან, ისე მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად „ქუთაისი-2010“ ითვლებოდა. თამაშის დაწყებიდან პირველივე წუთების შემდეგ მოვლენები პროგნოზების საპირისპიროდ განვითარდა. „ოლიმპმა“ სწრაფი შეტევებით მალე შეძლო დაწინაურება, ბოლომდე შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით 80:61 იმარჯვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა, "ოლიმპის" უკანახაზელმა ნოდარ გოგოძემ დააგროვა. მის თანაგუნდელ სერბ ლეგიონერს დუშკოვიჩს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, მან 13 ქულა შემატა გუნდს. ქუთათურების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 15 ქულა მძიმე ფორვარდ ბარბაქაძის ანგარიშზე დაფიქსირდა.
ამჟამად მიმდინარეობს მემორიალის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და „ბათუმი“ ხვდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქუთაისი - ოლიმპი 61:80
გია კაზანჯიანი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და კმაყოფილი ვარ შედეგით. ლატვიაში გავლილმა შეკრებამ მეტი სითამამე შეგვძინა და ახლა, წინა მატჩებისგან განსხვავებით, თავისუფლად ვთამაშობთ. შეკრებაზე საკმაოდ ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ და ჩვენი თამაში ბევრად გავაუმჯობესეთ. ბიჭები ფიზიკურადაც კარგ ფორმაში არიან.
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): მემორიალში ჩვენი მონაწილეობის საკითხი ბოლო დღებში გადაწყდა, გუნდი ფაქტობრივად უთამაშებელია და მე-2 წრისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნეთ კიდეც, რომ ამ ტურნირში იძულებით ვასპარეზობთ და ეს შედეგიც აქედან გამომდინარეა. უფრო მეტად ფსიქოლოგიურმა მხარემ განაპირობა ეს მარცხი, ვიდე ფიზიკურმა, თუმცა „ოლიმპი“ შესანიშნავი გუნდია და დღეს ჩვენზე ბევრად უფრო მოტივირებულიც აღმოჩნდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა შეხვედრაც არ უნდა იყოს, ყველა მატჩიდან გარკვეული დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და გავაანლიზოთ ჩვენი შეცდომები. ასე რომ დღევანდელი მატჩი ჩვენთვის საკმაოდ დასაფიქრებელი და კარგი გაკვეთილი იქნება.
Official Fan Club B.C. "Kutaisi 2010"
22 იანვარი, 23:53-ზე ·
ფედერაციისაგან 300 ათას ლარიანი დახმარება მხლოდ 3 მა გუნდმა მიიღო. დინამომ. მგზავრები არმიამ და ოლიმპმა... საინტერესოა სხვა გუნდებმა რა დააშავეს? ნამდვილად არ აწყენდათ ეა ფული სხვებსაც
Te Mo Dinamos rad unda fuli rodis mere uchirt
მომწონს · პასუხი · 23 იანვარი, 11:03-ზე
Nika Gabunia magati deda movtyan me visac ar aqvs pinansebi imatvis miecatt amgens rat undat puliii
ზუსტადაც ეს გუნდებია ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ფინანსებში ამათ ამ 300 000 ათასიანად ქუთაისის ნახევარიც კი არ აქვთ ბიუჯეტი ასე რო სანამ რამეს დაწერთ მიიკითხეთ მოიკითხეთ მაინც
მატჩისშემდგომი კომენტარები არ იქნება, ბატონო როლანდ ?
აბა სტატისტიკას ფურცელზეც კი ვხედავთ