ფეხბურთი

22:00 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფლეტჩერის ბედი მომავალ კვირას გადაწყდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” გამოცდილი ნახევარმცველის დარენ ფლეტჩერის ბედი მომავალ კვირას გადაწყდება. Daily Star–ის ცნობით, შოტლანდიელ ფეხბურთელს “ვესტ ჰემი” და “ვესტ ბრომვიჩი” ეპატიჟებიან და დიდი შანსია, რომ მალე რომელიმეს მაისური მოირგოს.

მიმდინარე სეზონში ფლეტჩერს თამაში იშვიათად უწევს და ისეთ კლუბში გადასვლა სურს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.

30 წლის ნახევარმცველს “იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11396