პირეოსში ევროლიგის ტოპ-16-ის F ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ “ოლიმპიაკოსთან” გასვლით მატჩში, თორნიკე შენგელიას “ლაბორა კუჩამ” პირველი ტაიმი 9 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა, მე-2 ტაიმი სუსტად ჩაატარა და 64:74 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 18:05 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკური კლუბის რიგებში თოკოზე შედეგიანი მხოლოდ ამერიკელი დარიუს ადამსი იყო, რომელმაც 12 ქულა მიითვალა, “ოლიმპიაკოსს” კი 27 ქულით უბერებელმა ვასილის სპანულისმა ულიდერა.
“ლაბორა კუჩა” 1 მოგებით და 3 მარცხით 8-გუნდიან ჯგუფში მე-6 ადგილზეა, მის წინ კი ორ-ორი მოგება-წაგებით ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” იმყოფება.
აინარს ბაგატსკისის მიერ დარიგებულმა გუნდმა მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა და აშკარად უკეთესი შემადგენლობის მყოლი “ანადოლუ ეფესი” 109:90 გაანადგურა.
ქართველმა ლეგიონერმა სტამბულელთა წინააღმდეგ 14:40 წუთი ითამაშა და 2 ქულა მოაგროვა. ლევანმა 1 ორქულიანი ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, სხვა გრაფებში კი ნულიანები ჰქონდა.
რუსულ კლუბს 27 ქულით ბელარუსმა არტიომ პარახუსკიმ ულიდერა, ტრეი ტომპკინსმა 21 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო კიდევ ერთმა ამერიკელმა ტეილორ როჩესტიმ 16 ქულას 15 შედეგიანი გადაცემა წაამატა და წინა დღეს მილოშ ტეოდოსიჩის მიერ პასებში დამყარებული რეკორდი ერთით გააუმჯობესა.
29 იანვარს “ნიჟნი ნოვგოროდი” მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ესტუმრება, ხოლო “ლაბორალ კუჩა” იტალიურ “ემპორიო არმანი მილანს” უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როცა კარგათ თამაშობდა მაშინ დასვა სკამზე და ეგრევე 12 ქულა წააგეს ამაზე ცუდი მწვრთნელი ტუღუშიც არ არის
ლაბორალის მწვრთნელი არ ვარგა! აი ბაგატცკისი კი უმაღლესი დონეა
არა რა ლაბორალს რო ყ** მწვრთვნელი ყავს ტყუილია რა როცა საჭიროა მაშინ არ ათამაშებს
სპანულისმა მარტომ დაამარცხა ლაბორალი...მეორე ტაიმში დაცვაც დააყენეს და ლაბორალი არ არსებობდა...
თან ამ პიტალო მწმთვრთნელმა როცა აკრიფა თოკომ შეცვალა...რაც მაგას გუშინ ვაგინე ერთი არ აცდეს
მაგარი პიტალო მწვრთნელი ყავთ და მაგარი პიტალო გუნდია...ყველას გმირობა უნდა და პასს არავინ აკეთებს...სულ გაშლილი ხელებით ელოდებოდა თოკო და ეს პიტალოები ურაზე მიდიოდნენ!!!
მილანს აუცილებლად უნდა მოუგონ ! იქ ნოვგოროდი წააგებს ცსკა-სთან და ეფესი ოლიმპიაკოსთან.. და შანსიც იქნება გასვლის.. მცირე მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლონ !