ფეხბურთი

15:43 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟერვინიოს რეაქცია გაძევებაზე (VIDEO)

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელმა ჟერვინიომ აფრიკის 2015 წლის ეროვნებათა თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გვინეასთან დაპირისპირების დროს წითელი ბარათი მიიღო. 58-ე წუთზე იტალიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელმა გვინეელ კეიტას ხელი სახეში განზრახ ჩაარტყა, მთავარ არბიტრს ჟერვინიოს საქციელი არ გამოჰპარვია და თავდამსხმელი მოედნიდან მიაბრძანა, აფრიკელმა კი დასჯა ადვილად ვერ გადაიტანა.

სადისციპლინო კომიტეტმა ჟერვინიოს საკითხი განიხილა და საბოლოოდ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შესაბამისად "რომას" ფეხბურთელი 24 იანვარს მალის, ხოლო 28 იანვარს კამერუნის წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩებს გამოტოვებს.

თეგებიჟერვინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121554