ფეხბურთი

15:02 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” სპარინგები დაგეგმა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” 26 იანვრიდან 10 თებერვლამდე თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში შეკრებას გაივლის. როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, “დინამომ” უკვე დაგეგმა სპარინგმატჩები და ცნობილია თუ ვინ დაუპირისპირდება საქართველოს მოქმედ ჩემპიონს:

28 იანვარი – “შტურმი” (გრაცი, ავსტრია)

30 იანვარი – “ვორსკლა” (პოლტავა, უკრაინა)

3 თებერვალი – “სპარტა” (პრაღა, ჩეხეთი)

6 თებერვალი – “დომჟალე” (დომჟალე, სლოვენია)

9 თებერვალი – “ილიჩევიცი” (მარიუპოლი, უკრაინა)

“დინამოში” რამდენიმე ფეხბურთელი ისინჯება და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მოთამაშე გაემგზავრება თურქეთში შეკრებაზე. წამსვლელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ლიდერი ეროვნული პირველობის მეორე წრეს 21 თებერვალს “სამტრედიასთან” გასამართი მატჩით დაიწყებს.

0.117529