ფეხბურთი

13:02 | 22.01.2015 | ნანახია 641 - ჯერ

ლევან ყიფიანმა მევლუდ მიმინოშვილს სპორტის რაინდის ტიტული გადასცა

22 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლევან ყიფიანმა ფეხბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს მევლუდ მიმინოშვილს უმასპინძლა და "სპორტის რაინდის" ტიტული გადასცა.

მევლუდ მიმინოშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული არბიტრია და საერთაშორისო სარბიელზე ყველაზე მეტი თამაში განუსჯია.

მიმინოშვილს უმსაჯია ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროთასების შეხვედრებზე. ამასთან, ექვსჯერ დაასახელეს სსრკ ათ საუკეთესო მსაჯს შორის (1980, 81, 83, 85-87). მანვე იმსაჯა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი – 1990 წელს თბილისის "იბერიასა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.

მევლუდ მიმინოშვილი

დაიბადა 13.02. 1942, სუჯუნა, აბაშა. ფეხბურთი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში, ევროთასების მრავალ შეხვედრაში. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 99 მატჩი (1979-88), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში - 9 (1990). სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983) ფინალური მატჩის არბიტრი. ექვსჯერ დაასახელეს სსრკ ათ საუკეთესო მსაჯს შორის (1980, 81, 83, 85-87).

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:29 | 22.01.2015
samtrediel (8001)

მევლუდ მიმინოშვილი მსახიობიც ხომ იყო?

20:13 | 22.01.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

იგი ცხონებული.....,კარგა ხნის წინ გადაბრუნდებოდა!! ქემაინც,რამე სოლიდურ პენსიას უნიშნავს?....,,,,,..........თუ მარტო მენდალია...,,,......

19:23 | 22.01.2015
Shevche (15054)

ვაა, ეს რა მაგარი მინისტრი გვყავს. რამდენ რამეს აკეთებს?! აი, კაცი.

17:58 | 22.01.2015
მამუკა მამუკა (34)

სამწუხაროდ ეხლა რომ ერთი თვალით რომ დაენახა დათო ყიფიანს რა სამარცხვინო ვაჟი ყავს მართლა გაგიჟდებოდა,სამარცხვინოა....

13:37 | 22.01.2015
BEERTRANCE (97819)

ღმერთმა კიდევ დიდხანს და ჯანმრთელად აცხოვროს.

13:11 | 22.01.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

გეიხარე,კაი კაცი.

0.064349