ჩოგბურთი

10:23 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი კვლავ 3 სეტით იგებს  

ავსტრალიის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონი, რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი გათამაშების მესამე წრეში უპრობლემოდ გავიდა. 27 წლის სერბმა მეორე სტადიაზე კლასიფიკაციის 88-ე ნომერ რუს ანდრეი კუზნეცოვს მხოლოდ 5 სეტი დაუთმო - 6:0, 6:1, 6:4.

სერბულ-რუსული დაპირისპირება საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ჯოკოვიჩმა 7 ბრეიკი და 8 ეისი შეასრულა. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

“ნოლეს” მომდევნო მეტოქეს ესპანელი ფერნანდო ვერდასკოსა და იაპონელი გო სოედას მატჩი გაარკვევს.

0.1199