რა ხანია აღარ დაგვიწერია პარაგვაელ მოდელსა და ფეხბურთზე გულშევარდნილ ლამაზმანზე - ლარისა რიკელმეზე. იგი ბოლოს მაშინ მივატოვეთ, როდესაც ამ უკანასკნელმა დაიწუწუნა, ვისაც კი არ ეზარება ყველა ჩემზე ჭორაობს და იმ ზღვარზე ვარ, საერთოდ მივივიწყებ ფეხბურთსაც და მოდელობასაცო.
მაგრამ აბა ვის გვჯეროდა ლარისას ამ წუწუნნარევი სიტყვების? აგერ გავიდა ცოტა ხანი და ლარის რიკელმეს ფეხბურთის ქომაგებისათვის ახალი სიურპრიზი მოუგონია. ეს ფუმფულა, დალოცვილმკერდიანი ქალბატონი პარაგვაის ნაკრების მატჩებს ძველებურად დაესწრება და სტადიონის ტრიბუნაზე ვინც მის გვერდით მოხვდება, ყველას ჩამოურიგებს თავის მეგა-შოუზე დასასწრებ ბილეთებს.
ჰო მართლა... ლარისა რიკელმეს რამდენიმე თვეა თავისი შოუ აქვს, რომელიც სტრიპტიზის ელემენტებს შეიცავს და იქ დასწრებაზე მავანნი ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ. ჰოდა, ფეხბურთის ქომაგ კაცსაც მეტი რა უნდა. სტადიონის ტრიბუნაზე ლარისა რიკელმე თავისი შოუს ბილეთს რომ ჩაგახუტებს (თუნდაც პარაგვაის ნაკრებმა წააგოს) ხომ დადგები კარგ ხასიათზე?...







