ფეხბურთი

19:14 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი და ნეიმარი “ელჩესთან” ვერ ითამაშებენ

“ბარსელონას” ფეხბურთელები, ჩავი ერნანდესი და ნეიმარი ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში “ელჩეს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

ჩავის, ბოლო დროს, მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც ვეტერანმა ნახევარმცველმა გუნდის ბოლო 2 თამაში გამოტოვა.

ნეიმარმა კოჭის ტრავმა გასულ უქმეებზე “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო.

ნეიმარისა და ჩავის ტრავმები სერიოზული არაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თასის პირველი თამაში “ბარსას” 5:0 აქვს მოგებული, ლუის ენრიკემ გადაწყვიტა არ გაერისკა და ისინი განაცხადს მიღმა დაეტოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105787