ფეხბურთი

16:09 | 13.01.2015 | ნანახია 1729 - ჯერ

“ანჟის” თავკაცი: “გრიგალავა გამოცდილი ფეხბურთელია და თადარიგში რატომ უნდა იჯდეს?”

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე მახაჩყალის “ანჟის” მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ტაშუევმა ინტერნეტპორტალ eurofootball.ru-სთან საუბარში დაადასტურა, რომ გია გრიგალავა პერმის “ამკარში” გადასვლას აპირებს. თუმცა, ისიც დაამატა, რომ კლუბები საქართველოს ეროვნული გუნდის ნაკრების მარცხენა მცველის ტრანსფერზე ჯერ არ შეთანხმებულან.

“გიას ჩვენთან მთელი წელი არ უთამაშია. ის თითქოს ახლა “ამკარში” გადასვლას აპირებს. იგი უცხოელია და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს პირველი დივიზიონია, სადაც ლეგიონერებზე ლიმიტია. კლუბში 8 უცხოელს ვერ გავაჩერებთ. გრიგალავა გამოცდილია ფეხბურთელია და თადარიგში რატომ უნდა იჯდეს? ბუნებრივია, მისთვის ეს უინტერესოა. ოფიციალურად ჯერ არ გადასულა და ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი. თუ კლუბები მის ტრანსფერს ოფიციალურად შეათანხმებენ, მაშინ, გარკვეული განცხადებების გაკეთება შეიძლება”, - თქვა ტაშუევმა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:48 | 13.01.2015
firenze (636)

ძიუდოისტი

21:15 | 13.01.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

ანჟიში მაგარი იყო ეს და იეშენკო იყო მარტო კარგები მთელ ანჟიში მარა მერე უნდა გადასულიყო სხვა გუუნდში წონა აქ დასაგდედბი ერთი 4 კგ

17:43 | 13.01.2015
torpedo (950)

მილანის აგენტი რომ იყო ქართველი აღმოსავლეთ ევროპაში ის სადააა, ნუთუ არ მოუხდებოდა სოლომონ კვირკველია მილანს,ძალიან მაგარი მცველია

17:02 | 13.01.2015
El Fenomeno (2082)

ჟილკიანი მარა უკლასო იგროკი

16:28 | 13.01.2015
CR7NOLE (15561)

ბაჯბაჯა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064085
სარეკლამო ადგილი - 99
X x X