ფეხბურთი

13:03 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე ეროვნული ნაკრების კაპიტანს არ შეცვლის

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე კაპიტნის შეცვლას არ აპირებს.

მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გადაცემა “არენაში” განაცხადა, რომ ნაკრების კაპიტანი კვლავ ჯაბა კანკავა იქნება. ცხადაძემ “დნიპროს” ნახევარმცველს კარგი ფეხბურთელი, მოედანსა და მოედნის გარეთ ქცევის გამო პროფესიონალი უწოდა. ცხადაძის თქმით, კაპიტნის შეცვლა ეროვნული გუნდის შიგნით დისკომფორტს შექმნის.

აქვე გეტყვით, რომ კანკავა კაპიტნად თემურ ქეცბაიამ დანიშნა ზურაბ ხიზანიშვილის ნაცვლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112596