ფეხბურთი

12:18 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიგინეიშვილმა “დილას” მიაშურა

თბილისის “დინამოს” ყოფილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა კლუბის ვებგვერდთან საუბარში დაადასტურა.

30 წლის მიგინეიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში “დინამოში” 14 მატჩი ჩაატარა. მას თბილისური კლუბის გარდა, კარიერის განმავლობაში ქუთაისის “ტორპედოში” უთამაშია.

ცნობილია, რომ “დინამოში” მიგინეიშვილს სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110042