2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ჭადრაკის განვითარების ოთხწლიანი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისად პროგრამის ხარჯვითი ნაწილი 4 წელზე გადანაწილდა. გრძელვადიანი პროგრამა კი ჯამში 38 მილიონი ლარით დაფინანსდა. ამ ციფრმა ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. გაჩნდა კითხვა, რატომ დაფინანსდა ჭადრაკი ამხელა თანხით და არა სხვა სპორტის სახეობა.
“მსოფლიო სპორტი” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდა და აღნიშნული თემის შესახებ ესაუბრა. მინისტრმა განგვიმარტა ამ ეტაპზე ჭადრაკი რატომაა პრიორიტეტული.
ლევან ყიფიანი: "საქართველოში ბევრს ჭადრაკი სპორტის სახეობად არ მიაჩნია. არადა, ჩვენ მრავალწლიანი საჭადრაკო ისტორია გვაქვს და ინტერესი ამ სპორტის სახეობის მიმართ დიდია. უნდა აღინიშნოს, რომ ამხელა თანხა 4-წლიან პროგრამაზეა გათვლილი და არა ერთწლიანზე. 2018 წელს ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ტურნირები გაიმართება და ამ ღონისძიებების გამართვას შესაბამისი ხარჯები სჭირდება. ამავდროულად საქართველოს ცნობადობა უფრო ამაღლდება. როდესაც ქალბატონმა ნონამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაშინ ინტერესი ჭადრაკის მიმართ გაიზარდა და საბოლოოდ ჩვენი დონე ისე ამაღლდა, მსოფლიო მასშტაბის ტურნირებს ვატარებთ.
მეტი ყურადღება გვმართებს და კარგი იქნება თუ სხვა სახეობებიც წარმოგვიდგენენ ოთხწლიან სამოქმედო გეგმას. ჩვენ დიდი სიამოვნებით განვიხილავთ და შევეცდებით ხელი შევუწყოთ ნებისმიერ სახეობას. აჟიოტაჟია ატეხილი, რატომ ჭადრაკი და არა სპორტის სხვა სახეობა. გემახსოვრებათ, 2012 წელს რაგბის დაფინანსების საგრძნობლად გაზრდის დროს ხალხი მაინც გვაკრიტიკებდა და საბოლოოდ შედეგი მივიღეთ. იყოს სამოქმედო გეგმა, იყოს შედეგი მსოფლიო მასშტაბით და ნებისმიერ სპორტის სახეობას შეეძლება პრიორიტეტული გახდეს და ყველაზე მეტი დაფინანსებაც ჰქონდეს. 2015 წელს, წინა წლისგან განსხვავებით სპორტულ ფედერაციებზე დაფინანსება 20-30%-ით გაიზარდა და ამ პროცესს კიდევ გავაგრძელებთ, თუ რა თქმა უნდა, შედეგი იქნება.
- საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური მაინც საფეხბურთო თემაა. 2014-სა და 2015 წელში ფეხბურთისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყო, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამ სპორტის სახეობის განვითარებისთვის და თუ გაიზრდება ბიუჯეტი?
- კონკრეტული პროექტები სპორტული ფედერაციების განსახილველი თემაა. მათ მიერ წარმოდგენილ გეგმებს სახელმწიფო განიხილავს და შესაბამისად თანხაც გამოიყოფა. ფეხბურთი ჩემთვის მტკივნეული თემაა და ამ სახეობაში პრობლემების გადაწყვეტა ჩემი მიზანია. ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, უნდა მოხდეს სწორი ანალიზი, შედგეს გეგმა და შექმნილი სახელმწიფო კომისია განიხილავს ფეხბურთის დაფინანსებას სხვადასხვა კუთხით. ასე ჰაერზე ფულის გაცემა არ ხდება. სახელმწიფოს გადასაყრელი თანხა არ აქვს. უნდა აიგოს სწორი ვერტიკალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავიგებთ რაში უნდა დაიხარჯოს ფული.
ძალიან კარგია, თბილისმა ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მოპოვება რომ მოახერხა. განვითარებული ინფრასტრუქტურული ბაზა საშუალებას მოგვცემს დედაქალაქში საერთაშორისო ტურნირები ჩავატაროთ. სპორტულ საზოგადოებას მოვუწოდებ კონსოლიდაციისკენ. სახელმწიფომ არ უნდა იტვირთოს ფინანსური გამტარის როლი, ფედერაციებს მართებთ რეაგირება. გუნდურ სახეობებს მეტი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რათა ტურნირები დაიგეგმოს და ჩატარდეს საქართველოში.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წლიური დაფინანსება 70 მილიონი ლარი აქვს. ამ თანხიდან ფინანსდება 40-მდე სპორტის სახეობა და სამინისტროსთან სხვადასხვა დაქვემდებარებული ორგანიზაციები.
გარდა ფეხბურთისა, საქართველოში ყველაზე აქტიურ სპორტის სახეობებს დაფინანსება გაეზარდა. როგორც მოგახსენეთ, წინა წლის მსგავსად ფეხბურთის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხით სამინისტრო სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნული ნაკრების შეკრებებს აფინანსებს. აგრეთვე ამ ბიუჯეტში შედის ეროვნული ჩემპიონატის კლუბებზე გამოყოფილი თანხა, რომელიც 2.4 მილიონ ლარს შეადგენს.
აქვე გაგაცნობთ სიას, თუ რამდენი დაიხარჯა სხვადასხვა სპორტის სახეობებში წინა წელს და რამდენია გამოყოფილი 2015 წლისთვის.
ფეხბურთი - 2014 წელი - 7 მილიონი, 2015 წელი - 7 მილიონი
კალათბურთი - 2014 - 2.5; 2015 - 7
რაგბი - 2014 - 10.5; 2015 - 12.5
ჭიდაობა - 2014 - 2; 2015 - 2.5
ძიუდო - 2014 - 2; 2015 - 2.3
ჭადრაკი - 2014 - 1.25; 2015 - 2
ხელბურთი - 2014 - 0.5; 2015 - 1
პაროლიმპიური სახეობები - 2014 - 0.2; 2015 - 0.35
ფარიკაობა - 2014 - 0.24; 2015 - 0.35
წყალბურთი - 2014 - 1.35; 2015 - 1.8
ქართული ჭიდაობა - 2014 - 0.21; 2015 - 0.25
სპორტის სხვა სახეობები - 2015 - 7.65
მასობრივი სპორტი - 2015 - 1.85
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წლევანდელ წელს ფეხბურთში გადაყრილი მილიონები საციცოცხლოდ ჭირდება ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ძიუდოს, ჭიდაობას, რაგბს, კალათბურთს, წყალბურთს, ხელბურთს და სხვა სახეობებს. წარმოიდგინეთ ამ ფულით რამდენი დარბაზის და სპორტული მოედანის გაკეთება შეიძლება, რა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა და ბევრწილად ფეხზე დადგება ეს სპორტის სახეობები.
რაც შეეხება ფეხბურთს, მის წინაშე ყველა ვალში ვართ და იმ შემთხვევაში თუ მოხერხდება ტოტალური ცვლილებები არა მარტო ფედერაციაში, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთში, ამ სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩასადები იქნება რამდენიმე ასეული მილიონი სახელმწიფოს, სპონსორის და კერძო ინვესტორების მიერ.
იმედია ეს ეტაპი ქართული ფეხბურთისათვის მალე დაიწყება.
stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/73840-ori-tseli-reforma-ar-gatarebula-ratom-mokhsnes-sportis-ministris-moadgile')>0?'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/73840-ori-tseli-reforma-ar-gatarebula-ratom-mokhsnes-sportis-ministris-moadgile':'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/73840-ori-tseli-reforma-ar-gatarebula-ratom-mokhsnes-sportis-ministris-moadgile'))
დარმუნებული ვარ შანტაჟისტი სიჭინავა-არველაძის წასვლის მერე და ფედერაციაში ახალი, ენთუზიასტი და კომპეტენტური ხალხის მოსვლის შემდეგ ფედერაციის ბიუჯეტი გაათმაგდება.
გაათმაგდება კერძო ბიზნესის ინვესტიციებიც ფეხბურთში.
სწორედ ამ მოლოდინის გამო ჩემთვის გაუგებარია რატომ არ იყენებს სახელმწიფო შანტაჟისტებზე ზემოქმედების ერთადერთ - ფინანსურ ლეგიტიმურ ბერკეტს .
იმიტომ რომ ყიფიანი სუსტი. ცოტა ძლიერი პიროვნება ამათ უკვე გაყრიდა.
ვაპროტესტებ ფეხბურთის ფედერაციისთვის 7 მილიონის გამოყოფას, 1 მილიონი საკმარისი იქნებოდა ასაკობრივი ნაკრებებისთვის, სხვა ყველა პროექტის დაფინანსება სიჭინავა-არველაძის პროექტებია და უნდა შეწყდეს მანამ ეს პერსონები მთელ საქართველოს ჯიბრში უდგანან.
echviani
-მე და შენში ვინც თანამდებობაზეა...ან აპირებს ჩინოვნიკობას..მოსულა?
-ან ვინც რომელიმე პარტიის წევრია.გაწყობს?თუმცა არ არის პრობლემა ,თუ ჩინოვნიკი ხარ ან პარტიის წევრი,მთავარია სამართლიანი იყო,ობიექტურად მსჯელობდე და ტვინიც გიჭრიდეს...
-და რატომ გიხარია,რომ ჭადრაკზე 38,5 მლნ გამოიყო და ფეხბურთზე -7?სიჭინავა თუ არ მოგწონს, ფეხბურთმა რა დაგიშავა?პრობლემა 10-16 გუნდიანი უმაღლესი ლიგაა?პირველ ლიგას უფულოდ თამაშობენ?ან გგონია,რომ მთელი ოცნება 10გუნდიანი ჩემპიონატის მომხრეა?კალაძე თანამდებობით სპორტის მინისტრზე გავლენიანია,მაგრამ 16გუნდიანის მომხრეა!თუ სიჭინავა ნაციონალია,ნემსაძე არ იყო ნაციონალი?
მოსულააააააააააა.
მე კი არ მიხარია გიხსნი, მაგრამ პოლიტიკური მოტივებით ან დომენტიების ახლობლობით თვალები გაქვს დაბრმავებული. ეჭვი არ შეგეპაროს, რომ 16 გუნდიანი მიმართული არის ფეხბურთის წინააღმდეგ. ამის საფუძველს მაძლევს ევროპის ბევრ ქვეყანაში გატარებული რეფორმები. რეფორმა დაიწყო ფულის სწორად განაწილებით, 10 გუნდიანი უმაღლესი, მერე მახიმუმ 18 გუნდიანი პირველი ლიგა და რეგიონალურები. თანხა ნაწილდება თანაბრად (უკვე ეწერა სქემა). ეს ითვალისწინებს ახალგაზრდების გაზრდასაც. რაც შეეხება სტადიონებს ის ამ თანხაში არ შედიოდა. ის სხვა თანხაა. გარდა ამისა აკრძალული არ არის კერძო ინვესტიციები და ადგილობრივებიდან დაფინანსება. მთავარია რომ თანხები გაკონტროლდეს სახელმწიფოს მიერ.
კიდევ ბევრია მაგრამ დომენტიებს არ გინდათ დაჯერება, უაზროდ ჯიუტებთ. აი ამიტომ მგონიხარ ერთი მაგათგანი ან ნაციონალების მხარდამჭერი(რომლებიც ოღონდ დაბრუნდნენ და თუ გინდა ქვეყანა დაქცეულა).
კალაძე მე არ მგონია ავტორიტეტად, შეიძლება ეგეც შეკრულია ბოროტებთან.
საშიშროება სწორედ იმაშია,რომ კობიაშვილს და ყაველაშვილს არ მიეტმასნონ ვითომ პატრიოტი გულშემატკივრები,თავხედები,რომლესაც თანამდებობა მხოლოდ გამდიდრებისთვის უნდათ!ამის მაგალითი ოცნებაში მრავალია!არაკომპეტენტური თავხედები,რომლებსმაც უცებ ხელფასებიც მოიმატეს და პრემიებიც გამოიწერეს!და საკმაოდ გევხარ არაკორექტულობით და ბოღმით მათ!
ბოღმა ეტყობა ვინცაა. შეადარე რამდენი აქვთ ეხლა ხელფასი და რამდენი ქონდათ ადრე.
ამის მერე მივიღებ შენიშვნას.
ესენი უინიციატივოები არიან, თორე ფულს ბიძინა უხდით ცალკე, ისევე როგორც ნაცებსაც უხდიდა 2007-ის ბოლომდე.
350 მლნ ლარით გაიზარდეს ხელფასები,პრემიები ბიუჯეტის ხარჯზე(და არა ივანიშვილისგან)
კაი რა 350 არა შუშუ. ციფრების მაიმუნობაა. მე მაგას არ ვჭამ.
ახალი კი არა ჯოჯოხეთის მაშხალა ხარ.
შე უვიცო სადმე გაგიგია, რომ მეცნიერ, ეკონომისტ, ფინანსისტ, ან ევროპის ფეხბურთის მცოდნეები იჯდნენ, მართავდნენსხდომებს, კამათობდნენ, ასაბუთებდნენ რატო ჯობია 16-ანი 10-ანს. ერთი ამბობდნენ ხალხი დასაქმდებაო. ჩააქაქეს და ახლა ფული მოგვეციო.
და შენნაირები უპრავებენ ამ ღალატს. ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს ყველა შეურაცყოფილია. მიდი თამაშებზე, ნახე დუბლები თამაშობენ, უფრო სწორედ დუბლის დუბლი.
მარა შემოგდებული მგონიხარ. შენი მსჯელობა დომენტას მსჯელობას გავს რაღაცით.
მე მგონი დომენტა ხარ სიჭინავა და აქ შენი სიბინძურის გაპრავება გინდა.
სიწინავას რომ ლანძღავ -რამდენი ლარი დაგიხარჯია ქართუ ფეხბურთში?ორლარიანი ბილეთი აინც თუ გიყიდია?ან ქუჩაშიც არ გასულხარ ცხოვრებაში და შენთვის არავის აუხსნია,რომ უმიზიზოდ არასწორია ლანძღვა?
ის 2 ლარიც არ ღირს დოღლიგაზე დასწრება.
ვა ქუჩურსაც მიაწექი? ეხლა კი დავრწმუნდი ან დომენტა ხარ სიჭინავა ან რეზი არველაძე.
ზუსტად ეგრე ლაპარაკობენ.
გუნდებს რომ არ ითვლი და მე ჯიბეში ფულს მითვლი მაგაზე გეტყობა ვინცა ხარ.
უმიზეზოდ კი არა, უზარმაზარი მიზეზია ჩასვრილ ჩემპიონატში გუნდების გაზრდა. ისე ნაცები ევროპელობას აწვებით, ნახე იქ რას შვებიან. როცა მიხვდნენ, ცუდად ქონდათ საქმე უმაღლეს ლიგაში გუნდები შეამცირეს. ერთდროულად შეამცირეს პირველ ლიგაში, ანუ იქაც დონის აწევა ქონდათ მიზნად და მერე არის სხვა ლიგები.
მაგრამ არ გინდა რომ გაიგო, იმიტომ რომ შენ ქართული ფეხბურთი კი არ გიყვარს თანამდებობას ეპოტინები ფედერაციაში.
ახალი
ასე რამ დაგაბრმავათ ეს ნაციონალები. დომენტას და მისი სასტავის ბრალია ის რომ როცა გაიგეს მთავრობა ფულს გვაძლევსო, ადგნენ და გაზარდეს ჩემპიონატი. 1 ფურცელი ნაწერი არავის უნახავს, რომელიც დაასაბუთებდა 16-ანის უპირატესობას. რა პროკურატურა და პოლიცია აგიტყდა. ამაზე მეტი ანალიზი რომ არ შეგიძლია მაგაშია ნაცების უბედურება.
ჯერ ვასიუკიო, გეგონება ვინმემ თქვა ჭადრაკით ავშენდებითო, ახლა რაღაც უაზრობებს უბერავ. დააყენე რა ერთი ადგილი. შენნაირების ბრალია ქართული ფეხბურთი რომ ამ დღეშია.
შენ ვიღაც ხარ -ჯერ ზრდილობას მოუხმე და კორექტულად წერე!თორემ გინდ ნაცების პარტიის წევრი იყავი და გინდ ოცნების წევრი მნიშვნელობა არ აქვს!და მერე ითვალე გუნდების რაოდენობა !ნაცები და ოცნებები მუდმივად არ იქნებიან...
სამაგიეროდ შენნაირები იქნებიან მუდმივად.
ocneba2
გეთანხმებით რომ ციფრი (38.5) არ არის ძალია დიდი,მაგრამ ეს ციფრი სრულ შეუსაბამობაშია დანარჩენ ციფრებთან,რომლებიც სპორტის დანარჩენ სახეობებს ხმარდება...ისევე როგორც შეუსაბაობაში იყო ქეცბაიას ხელფასი და შედეგები მექსიკის ნაკრების მწვრთნელის ხელფასთან(154ათასი მგონი) და შედეგთან.
-ასევე შეუსაბამობაშია საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკასთან,ბიუჯეტთან...ვუმასპინძლოთ 20საერთ.ტურნირს და ოლიმპიდას ჭადრაკში?მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქს?ყველაზე დიდი ბიუჯეტი?დასავლეთშიც კი ტურნირების ხარჯებს სპონსორები იღებენ და არა სახელმწიფო.ეს ძალიან რბილი შეფასებითაც სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებაა.
-გასაგებია რომ ახალგაზრდებში გაუწიო პოპულარიზაცია ჭადრაკს კარგი იქნება(ამას მგონი სააკაშვილიც აპირებდა კასპაროვის თაოსნობით...),მაგრამ ეს ხომ სკოლებში ჭადრაკის სწავლებით უნდა მოხდეს და არა უზარმაზარი საჭადრაკო ტურნირების მასპინძლობაში გაწეული უიზარმაზარი ხარჯებით,რომლებიც პრაქტიკულად მხოლოდ ხარჯებია(და ეჭვი ,რომ ფულის გაკეთება,,ატკატით,,...)
-არ მოსწონს სიჭინავა?იპარავს სიჭინავა?სამართალდამცველი ორგანოები გააჩნია სახელმწიფოს?პროკურატურა?თუ ვერ უმტკიცებენ ,ან არ აქვთ საფუძველი,მაშინ კეთილი ინებონ და საერთო საქმე გააკეთონ ფეხბურთისთვის!და არა პირადი ინტერესებისთვის!
-რაც არ უნდა იყოს,ჩვენ ვერც მსოფლიო ტრენდს შევცვლით და ფეხბურთი არის და იქნება უკონკურენტოდ პირველი სპორტი!და ჩვენც როცა ეროვნულ ზეიმზე,ერის საერთო აღტკინებაზე და ყველაზე სასიხარულო დღედ საქართველოს ისტორიაში(!) ვიხსენებთ -13 მაისს!!! ფეხბურთს(!) და არა სხვა ბევრ წარმატებას,თუმცა ჩვენი მოჭადრაკე ქალები 6-ჯერ ზედიზედ იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები...და მაინც ყველაზე სასიხარულო დღედ 13 მაისი ითვლება.გვახსოვს თუნდაც ერთი დღე ,როცა გაფრინდაშვილი და ჩივურდანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ?
ჭადრაკის სასკოლო სწავლებით კასპაროვის პროგრამით 4 მილიონია ჩადებული 4 წელზე
გასაგებია,მაგრამ ზალიან მდიდარი ქვეყნები თუ კისრულობენ ისეთ ეკონომიკურად წამგებიან ტურნირებს უმასპინძლონ,როგორც საჭადრაკო ოლიმპიადაა...წინა ოლიმპიადების მასპინძლები იყვნენ სტამბული(თურქეთის ბიუჯეტი 200 მლრდ-ა) და ნორვეგიის ტრიომსე(ნორვეგიის ბიუჯეტი 300მლრდ-ა),თან იქ თამხის დიდ ნაწილს სპონსორები გამოდიან...
akhali (7682
შედი ფიდეს საიტზე გაიკითხე რა ჯდება ოლიმპიადის ხარჯები.20 წელია ფეხბურთიდან ფულები ტყდება და დღეს გახსენდებათ უსახლკაროები?ჭადრაკზე 2015 წელს გამოყოფილია 2 მილიონი ლარი,და ეს თანხა მთელ საქართველოს მასშტაბითაა.
ეგრე მსოფლიო თასი ფეხბურთში და ოლიმპიადა გაცილებით ძვირი ჯდება....
-გადაწყვეტილება რომ მიღებულია პირადი,პარტიული... ინტერესებიდან(აზმაიფარაშვილი,გაფრანდაშვილი...)მგონი არ არის სადავო?საერთო,სახელმწიფო ინტერესები არ აინტერესებთ!ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული ქვეყნის დადებითი იმიჯით,ცნობადობით,მსოფლიო საინფ.არეალში არსებობით....და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიუსი ყოველდღიურად არის ფეხბურთი!ნებისმიერი ქვეყნის,რეგიონის(ევროპა თუ ამერიკა,რუსეთი თუ აფრიკა....)მედიის დიდი ნაწილი ეთმობა ფეხბურთს და შეფარდება ყველა დანარჩენ სპორტის სახეობასთან არის ალბათ ერთი ათზე...ქვევით მოვიყვანე ციფრები ფეხბრთსი მსოფლიო თასის და ზაფხულის ოლიმპიადის....
-გეთანხმებით რომ ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია,საჭიროა ყურადღება,მაგრამ არა სხვა სპორტის სახეობების ხარჯზე...თან ინდივინდუალური სპორის სახეობაა და ამდენ ხარჯს არც მოითხოვს და არც არის აუცილებლობა მისი განვითარებისთვის,პოპულარიზაციისთვის 30 მილიონიანი ოლიმპიადა ჩაატარო.
-უსახლკარო ლტოლვილების არსებობა ქვეყნის სირცხვილია და მათ დევნილობაში სახელმწიფო შეცდომა და ღალატია!თუ 90წწ-ში ქვეყანას უჭირდა ეკონომიკურად,ნაციონალების მესამე,მე-4 წელს უკვე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მათი პრობლემების გადაწყვეტაზე დაწყების მუშაობა და უკვე დროა აღმოიფხვრას ...როცა ხელფასს იზრდი და კიდევ პრემიებს იწერ ბიუჯეტის ,ხალხის ხარჯზე.....
მე კი ვფიქრობ მთელი საქართველოს ინტელექტის ამაღლებისთვის ორი მილიონის ჩადება არაფერია,რამდენი ბავშვი იაზროვნებს გამართულად და საღად,არავისზე მეტი დაფინანსება არაა 2000000,უბრალოდ როდესაც ვინმე ციფრს ასახელებს,სათანადოდ უნდა განმარტოს და მართალი ციფრი დაასახელოს
ocneba2
სუპერ-თანამედროვე სტადიონს აშენებთ ჭადრაკისთვის?!38,5- ჭადრაკისთვის და 7 -ფეხბურთისთვის?ეს ადეკვატურია?და რით ხსნით,რომ ხალხის ინტელექტზე ზრუნავთ ჭადრაკის განვითარებით?თქვენ მთლად გონებასუსტი გგონიათ ხალხი,რომ ასეთი ტყუილით გინდათ ბიუჯეტის ძარცვა გაამართლოთ?
-ეს გადაწყვეტილება ეფუძნება პირად,პარტიულ და ფულის მითვისების ინტერესებს!!!და საერთო არაფერი აქვს ლოგიკასთან,მენეჯმენტთან,საერთოდ სამართლიანობასთან!
-არ მოგწონთ სიჭინავა?და ფეხბურთმა რა დააშავა?ფეხბურთელებმა?ათასობით ბავშვმა,რომელთა მშობლებს არ გააჩნიათ საშუალება ფინანსურად იხადონ ასობით ლარები საფეხბურთო სკოლებში ვარჯიშის?
-და თუ მთლად ობიექტურად-გაიარეთ ღამით თბილისის ცენტრში რამდენი უსახლკაროა,რამდენი მათხოვარია,ყველა დევნილი დააკმაყოფილეთ სახლ-კარით?ჯერ მათზე იზრუნეთ და მერე ბიუჯეტის ,,მოტეხვა-ათვისებზე,,...
ამჟამინდელი ფეხბურთისთვის 7-ც ზედმეტია. თორე ჭადრაკი მართლა კოსმოსში რო გაიყვანეს არც უნდა თქმა
ფეხბურთისთვის მარტო ნაკრების მწვრთნელის წლიური ხელფასი 2 მილიონია შე დალოცვილო,და უბრალოდ არ ღირს ასეთი საუბარი.
ის 7 მლნ-ც ზედმეტია ფეხბურთისთვის ტყულა მოტეხავენ. ტანვარჯიშში იმედის მომცემი თაობა მოდის და შეიძლებოდა იმათთვის მომატებაც.
უნიათო ყიფიანი
რაგბი, ძიუდო, კალათბურთი, წყალბურთი, ჭიდაობა. ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ 7 მილიონის მიცემის. ფეხბურთს არც არაფერს მოუტანს ეს ფული და არც დააკლებს. აი სხვა სახეობებს კი ძალიან წაადგებათ
აბსოლიტურად მართალი ბრძანდებით,ეს სახეობები რაგბი, ძიუდო, კალათბურთი, წყალბურთი, ჭიდაობა ისედაც არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
ნიუ -ვასიუკის აშენებთ ქვეყნისგან?ჭადრაკი?ვინ გვყავს დიდი მოჭადრაკე?არის ვინმე ტალანტი?თუ არ არის ის ფულიც უბრალოდ წყალს გაატანეს და ეგაა!თუმცა ამ ქვეყანაში რომ პოლიტშეხედულებებით წყდება სპორტის დაფინანსება არ ახალია!გაფრინდაშვილი,აზმაიფარაშვილი....და ვინ შეამოწმებს ამათ ,რომ არაა კორუფციული და წილები არ ტყდება?სიჭინავასთან ვერ გაიყავით და ჭადრაკში ოცნება შეხმატკილებულად ,,იმუშავებს,,?რით ვერ გაძეხით?ხელფასების ზრდა და პრემია-დანამატები არ გყოფნით?
-საერთოდ ალბათ ადეკვატური იქნებოდა სპორტი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს სპორტის სახეობის პოპულარობიდან გამომდინარე!ფეხბურთის მსოფლიო თასის ტელეაუდიტორია 28,8 მლრდ-ია!ზაფხულის ოლიმპიადის(თითქმის მთელი დანარჩენი სპორტის!)-7 მლრდ-დე!ჭადრაკის ოლიმპიადის -ალბათ ახლოს ნოლთან!ნებისმიერო მსოფლიო პრესა რამდენ გვერდს უთმობს ფეხბურთს და სხვა დანარჩენ სპორტს?ტვ?საერთოდ მედია?და თუ ქვეყანაზე ფიქრობ ,ხარ ხელისუფლებაში არ უნდა მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება ,თუ მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ჩარჩოებიდან არ უნდა ამოძვრე?
-სასაცილო და სატირელი, სამარცხვონო და თავხედური გადაწყვეტილებაა!ნიუ-ვასიუკის დონეა!!!
შენ ხალხს კარგად ითვლი და ფულსაც აი შეხედულებები გაქვს ჭადრაკის მიმართ მცდარი!იმ თანხიდან 20 პროცენტი ეგრევე სახელმწიფოს რჩება გეცოდინება! ტელევიზიას მიხედე ამ იდეებით რომ ეგებ ნახევარი წუთი მაინც დაუთმონ ქართულ სპორტს--არ მაინტერესებს ყოველდღე მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნბა და მსოფლიო ფეხბურთზე,დღეს ყველა ქართველ გულშემატკივარს აქვს ინტერნეტთან წვდომა,ყველა გაიგებს ინფოს.აი ქართულ სპორტს კი რეკლამაც უნდა და დიდი დროც რომ ყველა ჩაერთოს და უფრო მასობრივი გახდეს!ჭადრაკი სპორტია,დიდი სპორტი რომელიც ინტელექტს ამაღლებს,რომლის ნაკლებობასაც დღეს განიცდის საქართველო.
მართლა რა დონეა????
რაშია სუსტი,რომ ქვეყანა საჭადრაკო ოლიმპიადას ატარებს?რომ გრანპრის ეტაპებია საქართველოშიი?ეს ქვეყნის და ქართველი ერის დიდი დაფასებაა! და ამ ყველაფერს რომ თანხები ჭირდება ახალიაა?
ფეხბურთისთვის არ უნდა მიეცა, სანამ ეს გარეწრები არ მოგვშორდებიან.
ძაან სუსტია ყიფიანი. ეგ ფული არ უნდა მიეცა, უფრო მეტი მთავრობის სხდომაზე უნდა გაეტანათ რომ სანამ ეს ფედერაცია არ წავა მანამდე ნებისმიერი გუნდის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აიკრძალოს.
ფედერაცია თუ შეიცვალა, შეიქმნა სტრატეგია ფეხბურთის განვითარების, ფედერაციაში მოვიდა ისეთი ენთუზიასტი ხალხი, როგორც რაგბის კავშირშია, 7 მილიონი კი არა 27 იც ცოტა იქნება, მაგრამ ამ 25 წლის განმავლობაში ფეხბურთში დახარჯული ფულის 80 % წყალში გადაყრილია.. ერთადერთი ინფრასტრუქტურაში გაკეთდა მცირედი..
ფეხბურთიდან 6 მილიონი გადაგენაწილებინათ ძიუდოსა და ჭიდაობაზე.. 1 მილიონი არ ეყოფა სიჭინავას?
ქართულ ჭიდაობას 250 000 ეყოფა? ფეხბურთს ეგეც არ ჭირდება,ამ ფედერაციის ხელში! გაიხადეს დუქნად არველაძეებმა!
მძლეოსნობას უნდა მიეხედოს დროა უკვე.
ფეხბურთს მიხედეთ თქვენი!
30 მილიონი მარტო ოლიმპადის ხარჯებია,ევროპა ტარდება,გრან პრის ორი ეტაპია და ასე რომ თანხები გათვლილია
ჯიბრიანი, პირად ამბიციებზე და ინტერესებზე დახარბებული ხალხი.
სიჭინავა არ ევასება ბიჭს და ფეხბურთს უდგას ჯიბრში.. ფუუ
დაუკვირდი რას ამბობ, რას ნიშნავს ჯიბრში დგომას. თუ მასეა სლიჭინავა და არველაძე უდგანან საქართველოს ჯიბრში.
და რატო უნდა გაეზარდოს ფეხბურთს დაფინანსება, შენ დგები გარანტორად რომ ეგ ფული ისევ წყალში არ გადაიყრება?
ეგ კი არ უდგას ჯიბრში, სიჭინავა და არველაძე უდგას მთელ საქართველოს ჯიბრში.
ართქვა არასწორად იქცევაო. აზრი მითხარი რო მიცევს ისევ ის შედეგი იქნება000000000000000 მოვა ახალი ფედერაცია ახალი იდეებიტ და მანდ შეიძლება ჩადება ახლა კი მაგენზე ფულის მიცემას ჯობია ქარს გაატანოს კაცმა ვინცხა მაინც ნახავს და მადლში მაინც ჩაეთვლება