ფეხბურთი

19:51 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შემადგენლობაში მოსამზადებელ პერიოდს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადის.

28 წლის კანკავამ მიმდინარე სეზონში “დნიპროში” 10 მატჩი ჩაატარა. უკრაინის პრემიერლიგის პირველი ეტაპის მიწურულს მას ფეხის კუნთი გაუწყდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

ამჟამად, კანკავა ჯანმრთელადაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116566