ფეხბურთი

10:24 | 29.12

5
იავნანამ კი არადა, ხვიჩამ კიდევ რა ქნას?

საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც 2025 წლის საუკეთესო ქართველი მამაკაცი სპორტსმენი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა, საზოგადოებაში სრულიად ლოგიკური კითხვები გააჩინა. არა იმიტომ, რომ ბაზაძე არ არის ღირსეული სპორტსმენი. სულ სხვა რამაა ქომაგთა არცთუ მცირე ნაწილის გულისწყრომის მიზეზი.

17:30 | 23.12

0
კიტეიშვილის მორიგი აღიარება - ქართველი კვლავ სიმბოლურშია

2025-2026 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილი თამაშს კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებს. გრაცის „შტურმის“ ქართველი კაპიტანი, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და ამას ადგილობრივი გულშემატკივრებიც ნათლად აფასებენ.

253764,253631

21:30 | 30.11.2025

0"ტორპედომ" მესამე ადგილი დაიკავა, "დინამომ" - მეოთხე

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მატჩმა მესამე ადგილის ბედი გაარკვია.

21:00 | 30.11.2025

0გოჩოლეიშვილის "ჰამბურგმა" ბუნდესლიგაში ცუდი სერია შეწყვიტა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ შინ „შტუტგარტი“ 2:1 დაამარცხა და 5-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

20:47 | 30.11.2025

0გურამ კაშიას გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში და "სლოვანის" ქამბექი

ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „მიხალოვესთან“ 3:2 მოიგო, რაშიც გურამ კაშიამ წვლილი გოლით შეიტანა.

20:14 | 30.11.2025

0"ლივერპულმა" წაგებების სერია შეწყვიტა, მამარდაშვილს არ უთამაშია

„ლივერპულმა“ როგორც იქნა მოიგო. არნე სლოტის გუნდმა პრემიერლიგის მე-13 ტურში სტუმრად „ვესტ ჰემის“ 2:0 აჯობა.

20:09 | 30.11.2025

0"ინტერმა" ლაუტაროს დუბლით მოიგო

„ინტერმა“ სერია A-ს მე-13 ტურში სტუმრად „პიზა“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან წინა ორი თამაში „მილანისა“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ წაგებული ჰქონდა.

19:42 | 30.11.2025

0ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ჰარტბერგი“ 1:0 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილის გოლით.

19:17 | 30.11.2025

0მიქაუტაძემ ისევ შეცვლაზე ითამაშა, "ვილიარეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთედ მოიგო

„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდად თამაშობს, მაგრამ ლა ლიგაში ბრწყინავს და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

18:33 | 30.11.2025

0"მანჩესტერმა" მოუგებელი სერია შეწყვიტა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია „კრისტალ პალასთან“ შეწყვიტა, რომელსაც სტუმრად 2:1 აჯობა.

15:53 | 30.11.2025

0"იბერიას" 3 ქულა ზედიზედ მეორე ჩემპიონობამდე

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ და გორის „დილამ“ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

14:35 | 30.11.2025

0დანილოს გამარჯვების გოლი და უნიკალური რეკორდი

„ფლამენგოს“ ვეტერანმა მცველმა დანილომ რეკორდი დაამყარა - ის პირველი ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა და ლიბერტადორესის თასი ორ-ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.186578