კალათბურთი

10:21 | 11.03

2
ბემ ადებაიომ "ვაშინგტონთან" 83 ქულა ჩააგდო და კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა

NBA-ში მორიგი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა "მაიამი ჰიტისა" და ვაშინგტონ ვიზარდსის" შეხვედრაში, სადაც მასპინძელთა ცენტრმა ბემ ადებაიომ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მან 83 ქულა ჩააგდო და კობი ბტრაიანტის შედეგი გააუმჯობესა (81 ქულა "ტორონტოს" წინააღმდეგ 2006 წელი). აღნიშნული შეხვედრა კი "მაიამი ჰიტმა დამაჯერებლად 150:129 მოიგო.

18:21 | 16.02

0
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

255700,255086

11:55 | 11.11.2024

0სუპერლიგის მე-5 ტური ქუთაისმა ორბის ძლევით დახურა

დასრულდა სუპერლიგის მე-5 ტური, რომლის ბოლო, მე-5 შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისი 2010-მა ტყიბულის ორბს უმასპინძლა და ბოლო პერიოდში გატეხა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ...

11:30 | 11.11.2024

0რაშმა სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სუპერლიგაში ისეთი გუნდი აღარაა, მოგება რომ არ მოეპოვებინოს. დღეს, მე-5 ტურის მატჩში სანდრო ნოზაძის გაწვრთნილმა “რაშმა” 70:59 (სტატისტიკა) დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და მიმდინარე ...

10:20 | 11.11.2024

0გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი "ვაშინგტონთან"

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „ვაშინგტონს“ უმასპინძლა, რომელიც ძალიან ადვილად, 121:94 დაამარცხა.

23:59 | 10.11.2024

0თორნიკე შენგელიას 19 ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ვარეზეს“ ესტუმრა დ 95:104 დამარცხდა.

22:11 | 10.11.2024

0შერმადინის „ტენერიფემ“ ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურში, ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ საკუთარ კედლებში გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა. შეხვედრა "ტენერიფეს" გამარჯვებით - 87:62 დასრულდა.

21:10 | 10.11.2024

0საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფინეთთან მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

11:00 | 10.11.2024

0ბათუმმა გორში ივერიონი დამაჯერებლად დაამარცხა

სუპერლიგის მე-5 ტური გრძელდება. დაკარგული ქულებით თანაბრად და ლიდერებში მყოფი გუნდების მატჩს გორმა უმასპინძლა. ივერიონი შინ თამაშობდა და, ცხადია, ფავორიტად ითვლებოდა, მით უფრო, რომ გორელებს ზედიზედ 3 მოგება ...

12:11 | 09.11.2024

2ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი NBA-ში: გოგას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა (+VIDEO)

NBA-ს მორიგ ტურში 5-მარცხიანი სერია დაასრულა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ნიუ ორლეანს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 27-ქულიანი სხვაობით, - 115:88 მოუგო.

11:40 | 09.11.2024

0ზესტაფონის მარგვეთმა გურჯაანში დელტა დაამარცხა

ზესტაფონის მარგვეთის ყველა მატჩი სუპერლიგაში ბრძოლაში წარიმართა და საბოლოო ანგარიშში სხვაობა 5 ქულაზე მეტი არც ერთში არ ყოფილა.

01:27 | 09.11.2024

0თორნიკე შენგელიას 16 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
3.073716