ძიუდო

19:55 | 2.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზვიადაურის სახლს ავტომატიდან ესროლეს

 

ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის სახლი ახალი წლის ღამეს ავტომატიდან დაცხრილეს.
ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, შემთხვევა ახალი წლის დადგომიდან დაახლოებით საათნახევარში მოხდა. 
ზვიადაურისვე განცხადების თანახმად, უკვე დაკავებულია ეჭვმიტანილი - ძებნილი გიორგი ქისტაური, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უკრაინაში იმალებოდა და იგი საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა.
სახლის საძინებელი ოთახის ფანჯარასა და კედელს სულ 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168768