ფეხბურთი

13:52 | 31.10.2013 | ნანახია 1849 - ჯერ

ზვიად სიჭინავა: „ეს იყო უეფაში ჩვენი ყველაზე ნაყოფიერი სამუშაო ვიზიტი“

უეფაში მორიგ სამუშაო შეხვედრებსა და კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე.

პრეზიდენტი და გენერალური მდივანი თბილისში ძალიან  კმაყოფილები დაბრუნდნენ.

ზვიად სიჭინავა: „ეს იყო სოციალური ვალდებულებებისა და „Fair Play“ - ს კომიტეტის მორიგი სხდომა და ამის გარდა, ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრები უეფას მაღალ ეშელონებში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე ფედერაციაში ვმუშაობ, ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი ვიზიტი და შეხვედრები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა საქართველოში სამი ძალიან მაგარი პროექტის განხორციელების დიდი შანსი. ეს თემა უკვე დაიძრა და როგორც გითხარით, ძალიან სერიოზული პროექტებია. ამ ყველაფერს, უახლოეს დღეებში ჩვენ გავივლით სპორტის სამინისტროსთან და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა. მოკლედ, ეს ყველაფერი დაეფუძნება სამკუთხედის პრინციპს - უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო. როცა ჩვენ აქ ამ ყველაფერს გავივლით, მერე კვლავ გვექნება უეფაში შეხვედრები, რომ ვუთხრათ, მზადაა თუ არა ჩვენი ქვეყანა განახორციელოს ასეთი გრანდიოზული პროექტები.

ახლა მეტის თქმა არ მინდა და არც შემიძლია. როცა გვეცოდინება, რომ ყველანაირად მზად ვართ და სახელმწიფოსგან და უეფასგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაშინ ყველაფერზე ღიად ვისაუბრებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვთვლი, რომ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუმტკიცა ევროპის საფეხბურთო ოჯახს და უეფას, რომ დიდი გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩვენი ფედერაციისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა“.

სფფ-ის პრესსამსახური 

 


 


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 31.10.2013
Kala94 (6114)

სავარაუდოდ ახალგაზრდულ (U-17,19,21) მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებზეა საუბარი.. სიჭინავამ ახსენა რამდენჯერმე ამ ტურნირების შესახებ.. თუმცა შეიძლება დიდების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაც მოიაზრება.. ან ევროპის ლიგის ფინალი.. ვნახოთ რა უამრავი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ გრანდიოზული რომ იქნება ფაქტია !

19:15 | 31.10.2013
akhali (10761)

ფეირ-პლიი და სოციალური ვალდებულებების კომიტეტში უფრო ბავვთა ფეხბურIს განვითარების პრობლემებზე საუბრობენ და მგონი ალბათ რაღაც მაგ მხრივ აქვს მხედველობაში(ან ადრე ,,გოლის,,პროექტის მსგავზე....ახალგაზრდული ჩემპიონატი ქართული ფეხბურთის განვითარებაში(ბავშვებში)გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშება...ინფრასსტრუქტურა გაუმჯობესდება!კი მაგრამ ბავშვებს ფეხბურთს ვინ ასწავლის?ვინ აღმოფხვრის იმ უზარმაზარ ჩამორჩენას მწვრთნელთა(ბავშვთა და საერთოდ)კადრებში?ვინ დააფინანსებს?...
პ.ს.საჭიროა სასწრაფოდ იოჰან კროიფი!!!მისი კონსულტაციები და საფეხბურთო ფილი\ოსოფიის დანერგვა 7-8წლის ასაკიდან ბავშვებში!ამას სჭირდება ბატონი პრემიერის ნება,ფინანსები...და ალბათ პოლიციის რეფორმის მსგავსი რეფორმის ჩატარება ქართულ ფეხბურთში!!!სასწრაფოდ,ენერგიულად,ძალიან მკაცრად.იქნებ აქ ბატონი სააკაშვილი გამოდგეს...
თორემ ყოველთვიური სამარცხვინო შედეგებს,მარცხებს მომავალში ვერ ავცდებით(აგვისტოში დინამოს 0-8ტოტებჰენთან,მერე მარცხი-ფინეთთან,მერე-0-6ჰოლანდიასთან...ვაი სირცხვილო...
გთხოვთ თუ იცით საქართველოს 19წლის ნაკრებს(მაისურაძის)შესარჩევი როდის ეწყება?და სად?

18:57 | 31.10.2013
jony-jony (469)

რაღა გვიჭირს მაგარი სამი პროექტი ჯიბეში გვიდევს. მაგრამ ამომღები არ ჩანს.ამომღები რომც გამოჩნდეს შედეგს რა ვუყოთ? თუ ჩვენც პოლონელებივით და უკრაინელებივით ხარჯი ვნახოთ და შედეგს მემრისთვის ველოდოთ?

17:40 | 31.10.2013
aligatori (685)

ცხადია ქართველთა სენია ყველაფერში ცუდის ძიება.
ბევრი პროექტი ჩამოიტანა სიჭინავამ საქართველოში, რამდენ ეტაპს უმასპინძლა საქართველომ აღარ გახსოვთ მაინც ? იქნებ რა პროექტია ?
განცხადების წინასწარ გაკეთებას რაც შეეხება, ერთგვარი პრევენციაა, რომ მერე სამინისტრომ არ თქვას არ ვიცოდითო ან ა.შ.
პ.ს. ფედერაციიდან არ ვპოსტავ

18:09 | 31.10.2013
soselia (747)

გეთანხმები

17:24 | 31.10.2013
shotamessi10 (5632)

ვა ვა ინტრიგა ჩააგდო დომენტიმ, ევროპის ჩემპზე ხო არაა ბაზარი ნეტა ან ლიგის ფინალზე?

17:24 | 31.10.2013
shotamessi10 (5632)

იფ რას გაასწორებდა დინამოზე ლიგის ფინალი

16:53 | 31.10.2013
რაჭა (10043)

რა სამ პროექტზეა საუბარი??? დაეკონკრეტებინა მაინც....ერთი ალბათ ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩის თბილისში ჩატარება იქნება, მაგრამ დანარჩენი ორი რას ეხება???

18:10 | 31.10.2013
soselia (747)

ევროპის სუპერთასი რო თბილისში იქნება ეგ დიდი ხნის გადაწყვეტილია აქ სხვა პროექტებზეა საუბარიი

16:30 | 31.10.2013
ukleba (17336)

nu albat saubaria axalgazrdul evropis an msoflios chempionatze. albat ufro romelime asakobriv chempionatze 17 an 19 clamdelebi. 21 clamdelebic mojna. nu vxvdebit mara es qartuli fexburtisa da saqartvelos chempionatis donis amaglebis sakitxshi ramdenad cingadadgmuli nabijia es jer kidev sakitxavia ((

15:50 | 31.10.2013
valeri8848 (2622)

ამ დღეს ველოდი რა,,, ვსიო რა, ქართულ ფეხბურთს ამ დღიდან აღარ გაუჭირდება, დაადგება აღმავლობის გზას.....................ფუ,,, წადი თქვე აფერისტებო, გაეთრიეთ ფედერაციიდან

14:31 | 31.10.2013
M.U 2015 chven gulebshi darchebi (368)

არ გამაგიჯოტ და გაერტიანებული არ ჩაატაროტ ჩემპიონატი საქარტველოს მარტო საქარტველოს ჩემპიონატი სჯირდებატ

14:24 | 31.10.2013
levani82 (41682)

პრეზიდენტობა რეზი არველაძესაც სდომებია

13:59 | 31.10.2013
BEERTRANCE (97819)

ახლავე რო დაიწყო დაინტრიგება, თუ გამოგიცხადეს მხარდაჭერა მერე გეთქვა საერთოდ. მანამდე ბოლის გაშვებას გავს.

0.104924