კალათბურთი

21:08 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად ბაბიაშვილმა “არმიასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

 

სუპერლიგის ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა, მძიმე ფორვარდმა ზვიად ბაბიაშვილმა (23. 09. 78, 198 სმ, 98 კგ) ქვეყნის ექს-ჩემპიონ “არმიასთან” ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის თანაშემწემ ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, ბაბიაშვილი “არმიაში” შექმნის დღიდან, ზედიზედ მე-3 სეზონია თამაშობს. არის საქართველოში მოქმედი ყველა ტიტულის მფლობელი, ნათამაშები აქვს საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდსა და ეროვნულ ნაკრებში.

 

0.111491