ფეხბურთი

16:07 | 24.09.2013 | ნანახია 6624 - ჯერ

ზუსტად 17 წლის წინ: "კიდევ არ დაიღალნენ ქართველები?"

 მას შემდეგ ზუსტად 17 წელიწადი გავიდა. რა ტკბილად გასახსენებელია და რამდენი რამ შეიძლება დაწერო სექტემბრის ამ ორკვირიან მონაკვეთზე, როცა თბილისის "დინამომ", დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გადალახა სამი ეტაპი ევროტურნირებზე. ეს უკვე აღარ იყო არველაძეებით, ქინქლაძით, ყაველაშვილითა და შელიათი თავმომწონე გუნდი, რომელიც საოცრად ლაღად თამაშობდა და ვნატრობ, ასეთ ფეხბურთს კიდევ მოვესწრო ქართველების შესრულებით.

მაგრამ ახლა რომელ გუნდზეც დავწერთ, ეს, თვისობრივად განსხვავებული იყო ორი წლის წინანდელისგან. უფრო პრაგმატული, შედეგზე მოთამაშე, ხისტი, ბრძოლისუნარიანი. და რაც მთავარია, სხვა მწვრთნელით – დავით ყიფიანით.

უეფას თასზე ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო მოსკოვის "ტორპედოს" და 1/16 ფინალში გავიდა. I საკვალიფიკაციოზე, დავით ყიფიანის გუნდმა ლუქსემბურგის "გრევენმახერს" იოლად აჯობა (4:0, 2:2), შემდეგ ნორვეგიულ "მოლდეს" სძლია (2:1, 0;0), ხოლო 1/32 ფინალში მოსკოვის "ტორპედოს" ბარიერი ელოდა.

ბევრს უკვირდა, ასეთი რომანტიკოსი ფეხბურთელი სხვაგვარ ფეხბურთს რატომ ათამაშებდა "დინამოს", მაგრამ ყიფიანი არასოდეს ზღუდავდა ინდივიდუალიზმს, არ იყო მკვეთრად დაცვაზე ორიენტირებული და მისი გუნდი შეტევაში როცა იყო, რიცხობრივი უპირატესობით ცდილობდა გოლის გატანას. ყიფიანის ფეხბურთელები ბევრს დარბოდნენ, ასწრებდნენ წინიდან უკან და უკნიდან წინ ჩასვლას. იყვნენ მუშები და იყვნენ შედარებით თავისუფალი ფეხბურთელები. მაგალითად, გოჩა ჯამარაული.

მოსკოვში მატჩი 10 სექტემბერს გაიმართა და "დინამომ" 1:0 მოიგო. თამაშით აჯობა კი არა, როგორც ჟარგონულად იტყვიან, "ბურთი დაუმალა" მეტოქეს. ამ ვიდეოში ქართველთა ყველა მომენტ არაა შეტანილი - უფრო მკაფიო უპირატესობა ჰქონდათ ყიფიანის შეგირდებს, ვიდრე ჩანს. საწყისი 10-წუთიანი დაბნეულობის შემდეგ, დინამოელებმა "ტორპედოს" თავისი თამაში შესთავაზეს. არადა, ყველაფერი თითქოს მასპინძელთა სასარგებლოდ იყო – უპირველესად, ამინდი.

არ მახსოვს, ვინ იყო რუსი კომენტატორი, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე სინანულით თქვა: "და პოჩემუ ნე უსტაიუტ ტბილისცი?" (რატომ არ იღლებიან თბილისელები?).

ერთადერთი გოლი ჯამარაულმა გაიტანა, როცა მახვილი კუთხიდან დაარტყა საჯარიმო და მეკარეს ხელიდან გაუვარდა ბურთი. "ჯამარამ" მერე ხარიხასაც მოარტყა ბურთი. ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, გიორგი კიკნაძე, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი დემეტრაძე ჯერ 20 წლისანიც არ იყვნენ... და ამ ბიჭებმა ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგეს. ტექნიკაში უპირატესობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. მახსოვს, კობიაშვილი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, დატანჯა მასპინძელთა მცველი და რუსი კომენტატორი ამბობდა, ეს ქართველი, რაიან გიგზს ჰგავსო.   

წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელი, "ტორპედოს" მაშინდელი მწვრთნელი ვალენტინ ივანოვი, სულ ხელებს ასავსავებდა – ვერაფერს ვერ ვაკეთებთო. აშკარად არ ელოდა ასეთ თამაშსა და შედეგს.

თბილისში, მატჩის დღეს, გაზეთ "სარბიელის" პირველ გვერდზე ასეთი სათაური იყო: "ზრია ნადეიტეს, პობედა ბუდეტ ზა ნამი!" (ამაოდ გაქვთ იმედი, ჩვენ მოვიგებთ!). დავით ყიფიანმა 20-30 გაზეთი მოატანინა ბაზაზე და ხეებზე გააკრეს. ლეგენდარულმა ყიფიანმა თქვა, მორჩა, ბიჭებთან მოტივაციაზე ლაპარაკი აღარაა საჭიროო.

თბილისში 65-70 ათასი გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე, ანუ ტრიბუნებზე ძალიან ცოტა ადგილი იყო თავისუფალი. ეს იყო ზუსტად 17 წლის წინ, 24 სექტემბერს. რუს ფეხბურთელებს ეგონათ, რომ "დინამო" ამჯერად დაცვას მეტ ყურადღებას მიაქცევდა და შენარჩუნებაზე ითამაშებდა, ბევრი კიდევ შემთხვევითობად აღიქვამდა მოსკოვში მოგებას, მაგრამ არა – ყიფიანმა კარგად გააანალიზა მეტოქე და თბილისშიც არ დათმო ცენტრი. ნახევარდაცვაში დინამოელებს უპირატესობა ჰქონდათ - მოკლე მანძილზე ბურთის კარგად გათამაშებისა და კომპაქტურობის წყალობით.

ნერვული პირველი ტაიმის შემდეგ, მალევე გავიხარეთ: ჯამარაულმა 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ამჯერად ხარიხა აღარ "ჩარეულა საქმეში", ბურთი ცხრიანში შევარდა. ეს გოლი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ქართველებს ევროტურნირებზე გაუტანიათ.

ტორპედოელთა ნახევრამცველმა მახმუტოვმა, აშკარად განგებ იუხეშა ჯამარაულის წინააღმდეგ და გოჩამ თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო. ტრავმა სერიოზული გამოდგა და დინამოელთა გამთამაშებელს კარგა ხანი გაუცდა. ცოტა აირია თბილისელთა თამაში, რასაც ვოსტოროსაბლინის საჯარიმო და გოლი მოჰყვა – 1:1.

ბოლო წუთებში კი, ყველას რომ ეგონა, დინამოელები დაცვაში ჩაჯდებიანო, ნურას უკაცრავად – 4 საგოლე მომენტი (არ ვაჭარბებთ) ჰქონდათ მასპინძლებს და სასწაულებრივად გადარჩნენ მოსკოველები. კახა გოგიჩაიშვილი და გიორგი დემეტრაძე სტუმარტა დაცვას მოსვენებას აძლევდნენ.

საბოლოოდ, "დინამო" გავიდა 1/16 ფინალში, იქ კი, სასიხარულო არაფერი მომხდარა -  პორტუგალიურ "ბოავიშტასთან" გავარდა, რომელსაც ნუნუ გომეში, ჯიმი ჰასელბაინკი, ლატაპი და კიდევ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში, "ბოავიშტამ" ჩემპიონთა ლიგაშიც მშვენიერი თამაში აჩვენა.

და კიდევ, მოსკოვური ბარიერის გავლის შემდეგ, ყიფიანმა პრესკონფერენციაზე თქვა: ეს გამარჯვება, აფხაზეთში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ხსოვნას ეძღვნებაო.

დიდი სიხარული იყო მატჩის შემდეგ. წინ წყვდიადი ზამთარი და ლეგენდარული "კერასინკები" გველოდა, მაგრამ იმ საღამოს არავინ ჩიოდა. 

 

"დინამოს" შემადგენლობა გასვლაზე: ზოიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი, კალაძე, მაჭავარიანი, კიკნაძე, ჩხაიძე, კობიაშვილი, ჯამარაული (ინალიშვილი 86), ხომერიკი (ჯელაძე 71), იაშვილი (დემეტრაძე 83).

გოლი: 0:1 ჯამარაული (35).

"დინამოს" შემადგენლობა შინ: ზოიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი (კერძევაძე 38), კალაძე, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, ჯამარაული (ინალიშვილი 55), ჩხაიძე, კობიაშვილი, იაშვილი (დემეტრაძე 64).

გოლები: 1:0 ჯამარაული (49), 1:1 ვოსტოროსაბლინი (82).  

ვიდეოები

http://www.youtube.com/watch?v=g61uYGTzAB0

http://www.youtube.com/watch?v=cwZKVMIOikQ


კომენტარები (46)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:50 | 12.10.2013
რაჭა (10043)

ვა საიტმა აურია თუ ჩემმა კომპიტერმა???

15:49 | 12.10.2013
რაჭა (10043)

კარგი იყო

15:49 | 12.10.2013
რაჭა (10043)

კარგი იყო

15:49 | 12.10.2013
რაჭა (10043)

კარგი იყო

16:43 | 25.09.2013
lukamera (321)

ეჰ ეგეთი თამაშები მანახა დინამოს შესრულებით რა.მაგ ბიჭებს უფრო მეტისთვის უნდა მიეღწიათ.გინდ დინამოში გინდ ნაკრებში

22:30 | 24.09.2013
Kala94 (6114)

მაგარი სტატიაა ! ძაან ვისიამოვნე გოლებით !

22:07 | 24.09.2013
boka-80 (499)

ამ თამაშზე ნამყოფი ვარ და მახსოვს სერიოზულ პრემიებს დაპირდნენ მოსკოველებს დინამოს გაგდებაში,ჯამარაულის გოლი ეხლაც თვალ წინ მიდგა,მართლაც რომ ულამაზესი გოლი იყო.

19:18 | 24.09.2013
cvitni (519)

ეეეჰჰ რამდენი ხანია ქართველ ქომაგებს არ გაგვიხარია..

19:14 | 24.09.2013
playmaker (4749)

სამწუხაროდ ბოლო 20 წლეულში გასახსენებელი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ის ემოცია დინამოზე რომ ჯამარამ რაღაც ფანტასტიური გოლი შეაგდო არ დამავიწყდება ალბათ არასოდეს. იქაური თამაში და კომენტატორიც კაი პრიკოლი იყო ჯამარაული ასეთუისე იცოდნენ კობიზე იყო გადარეული ეგ ვინღაო ) ეჰ კარგი იყო, მაგრამ იმის თქმა რომ ის გუნდი რომ ახლა გვყავდეს ასე ვიზამდით და ისე ვიზამდითო გადაჭარბებულია. მაშინ თუ ვერ ვქენით ახლა რა დონემ დაიკლო ევროპაში თუ რა? ისე ცოტა გაგვიმართლა რომ მიოლდემ იმ წელს გაყიდა სოლსკიაერი მანჩეში თორემ ან შევხვდებოდით ტორპედოს ან არა. ბოავიშტასთან აქ ძალიან კარგი თამაში იყო დამსახურებულადაც მოვიგეთ მაგრამ იქ მართლაც მიგვიჩინეს ჩვენი ადგილი და დღემდე იმ ადგილს ვტკეპნით

19:09 | 24.09.2013
baxt (1835)

მეც კარგად მახსოვს ეგ თამაში. მაშინ, პირდაპირ ტელერეპორტაჟს, მარტო პირველ ტაიმში გვაყურებინეს, მერე გათიშეს. მიზეზად თქვეს, თანამგზავრი ორბიტიდან გავიდაო.

19:00 | 24.09.2013
fero (15151)

Rene. am dgeebshi davabinaveb. movuvli. torem bzikebi chamen

18:56 | 24.09.2013
ReNნee (9225)

fero

ყურძენი დაბინავებულია?

18:52 | 24.09.2013
fero (15151)

Ise tu gaxsovs. dinamos yavda chernishevi chamoyvanili. magram male wavida.

18:50 | 24.09.2013
fero (15151)

Ukve droa. kacia. unda gaeshmakdes. dojdlivi gaxda ukve. ramdenime dgea

18:49 | 24.09.2013
fero (15151)

sada xar dakarguli? ki kaia irastan drostareba magram aqaurobac gaixsene xolme.. mit umetes rom kristi shenze brazobs

18:49 | 24.09.2013
ReNნee (9225)

fero

ბანალური ვიქნები ამჯერად და გეტყვი ხო იცი როგორც ამბობენ ხოლმე "გამაიმუნდა" შენ როგორ ხარ? რა ხდება სოლნიჩნი ზესტაფონში? )))))

18:47 | 24.09.2013
fero (15151)

Rene. rogora xar she dakargulo? nikoloz batoni rogor gyavs?

18:45 | 24.09.2013
fero (15151)

Romancevs karga xania agar umushavia. rogorc vici. tan spartakis mere versad miagwia warmatebas. metic. mgoni saturntan ertad gavarda. ukrainelebtan ertad saintereso mwvrtnelebi martla yavt. ai grozni gamaxsenda axla. rusetshi da ukrainashi warmatebit mushaobda.

18:44 | 24.09.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

აუ რა მაგარი რაგაც გაიხსენეთ! რა ტკბილად გამახსენდა ეგ ყველაფერი ))))))))))

18:43 | 24.09.2013
ReNნee (9225)

fero

ფეროოოოს გაუმარჯოოოოს ისე მურმან ვინმე უნდა შემოვიდეს ზესტაფონიდან კიდე და დაიწეროს შავი ბაზარი

18:41 | 24.09.2013
fero (15151)

Im dros spartaki nel nela yalibdeboda. mag periodidan 3 wlis shemdeg gaxsovs ra uqnes aiaxss. nabij nabij axalgazrdebit daiwyes. ertaderti gamocduli onopko iyo. parfionovi. titovi. tixonovi. shtolcesi. filimonovi. eseni ki bavshvebi.

18:39 | 24.09.2013
ReNნee (9225)

65-70 ათასი გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე მაშინ ხომ ქონდა ხალს ფული და განწყობა სტადიონზე სასიარულოო

18:38 | 24.09.2013
kutxa (5038)

რატო რომანცევსაც არაუშავს. მაშინდელ პერიოდში და ალბათ ეხლაც მითუფრო, აზრადაც არ გაივლებოდა რუსი მწვრთვნელის მოყვანა, არადა საინტერესო მწვრთვნელები ყავთ

18:36 | 24.09.2013
fero (15151)

Romancevi ara. magram ai siomini ki martla minda saqartveloshi. egeti teoritikos praqtikosi ishviatia. sadac azerebshi wavida. tu daaintereseben aqac chamova. gamexardeboda eg zestafonshi. dostanichis nacvlad. ai sainteresoa krasnojani. aseve dolmatovi. sheidzleba gazaevi.

18:32 | 24.09.2013
fero (15151)

Kutxa. mec rusetis dones vambob. torem evropaze pirveli loko iyo romelmac gaibrwyina. janashias liderobit. tumc ki sxvebic sainteresoni iyvnen. nigmatulini. cimbalari. radimovi.

18:32 | 24.09.2013
kutxa (5038)

დონე თანაბარი - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მაშინ 4 ტავით მაღლა იდგნენ, ეხლა 10 თავით. ამ მასშტაბით კი ბატონო, თორე ჩვენ ეხლა რომანცევის სპარტაკის ან სიომინის ლოკოს მომგებნი ვიყავით? სპარტაკმა კი ჩაგვიტარა საფეხბურთო გაკვეტილი, მართალია პარკეტზე , მარა 5:1 მართლა ასახავდა ძალთა თანაფარდობას, ყველაფერს თავი დავანბოთ სპარტაკს ეკუთვნის ერთი რეკორდი - გახდა რა პირველი გუნდი ლიგაზე, ვინაც ჯგუფურზე 6 ივე თამაში მოიგო (მერე კი ენძრეოდათ ხოლმე პლეიოფებში, ცოტა ეს გაზაფხულის ბრალიც იყო, სადაც რუსები ესესაა იწყებნდენ ჩემპიონატს), ხოლო ჩვენ ლიგის საკვალიფიკაციო პლეიოფიც გვენატრებოდა და ნათელი წერტილი ბილბაოა

19:06 | 24.09.2013
baxt (1835)

სპარტაკი არ გამხდარა პირველი გუნდი ლიგაზე, ვინც 6ვე თამაში მოიგო. პირველად ეს მილანმა გააკეთა და მერე პარი სენ ჟერმენმაც მოახერხა იგივე. სპარტაკმა მაგის მერეღა გაიმეორა.

18:23 | 24.09.2013
kutxa (5038)

ფერო - როტორი და ალანია შიდა დონეზე მარაქაში იყვნენ, მარა გახსენდება ამათი ნათამაშები რაიმე ღირებული ევროპა? რომანცევ-სიომინის დაპირისპირება მართლაც საინტერესო იყო, მაგ პერიოდის დინამოს არ მოგვიგო სპარტაკმა 5:1 სნგ-ს თასზე? და მერე უკვე კიევს ვერაფერი წასჭამა. დიდი სიამოვნებით ვიხილავი მწრთვნელად ან რომანცევს ანაც სიომინს ჩვენს ჩემპიონატის ლიდერ გუნდებში, მარა აქ ვინ მოვა? რატომღაც მგონი ამ მენტალიტეტს აუწყობენ ფეხს. საერთოდ ზოგადად რუსი მწვრთვნელები კარგად ეწყობოდნენ ქართულ ფეხბურთს - იაკუშინი, კაჩალინი.. ამათი ნახელავია დინამოს პირველი ჩემპიონობა 64 ში

18:18 | 24.09.2013
fero (15151)

Mec ar vamtkiceb rom dinamo dzlieri iyovo. ubralod done iyo tanabari. da ar iyo dgevandelivit katastrofuli sxvaoba.

18:16 | 24.09.2013
fero (15151)

im periodshi lokomotivi ar iyo magali domis. tumc ki nabij nabij miwevdnen wim. spartaki ki iyo ligaze magram verc i ikvexnida warmatebit. me sazomad ruselis cempionati maqvs. im dros rusuli fexburtis grandebi alania da rotori iyo.

17:51 | 24.09.2013
kutxa (5038)

ტორპედო არასოდეს იყო დამოუკიდებელი რუსეთის ფლაგმანი. ძირითადი ევროტურნირების მტავარი ძალა იყო სპარტაკი და ლოკომოტივი. არც ალანია და არც როტორი თავისი ბომბარდირით-ვეტერენიკოვი თუ სწორად მახსოვს, არაფერს წარმოადგენდნენ. ჩემპიონი ალანინა მაგ პერიოდში რეინჯერსტან 7:3 შერცხვა. ტორპედო ერთი საშულაო იყო, უბრალოდ რუსული გუნდები თუ არ ჩავთვლით სპარტაკსა და ლოკომოტივს, სადაც ესენი ლიგის ჯგუფურზე წარმატებით თამაშობდნენ, არ იყო ამ დონემდის, როგორც ეხლაა. ასე რომ მაშინდელი დინამო არც მაშინ დაიკვეხნიდა შედეგით-გრევენმახერი და მოლდე არც მაშინდა არც ეხლა საზომად არ გამოდგება. ბოავიშტა 0:5, ავსტრიული ტიროლი 1:5 ამ პერიოდის დინამოს შედეგებია. უფრო გვიანდელის ლევერკუზენთან 1:6. ერთადერთი ნათელი წერილი ბილბაოსთან მატჩია ამ 21 წლის მანძილზე. ხოლო ცხონებული დათო ყოფიანის მწვრთვნელობა მაინდამაინც მოსატანი არაა. არ იყო დათო სამწვრთნელო პიროვნება, თუმცა ბევრჯერ მიეცა შანსი, თუმა ყოველთვის უსახელოდ. ჯერ კიდევ 83 წელს მისი თაოსნობიოთ დინამო კინაღამ გავარდა სსრკ-ს უმაღლესიდან პირველად ცხოვრებაში, ხოლო მერე და მერე მიდიოდა-მოდიოდა, მარა ვერაფერს შვებოდა. ამ მხრივ მიხიჩამ უფრო აჩვენა შედეგი დინამოს იმ თაობის სახით და მერე უკვე სკონტო-ლატვიაში

17:33 | 24.09.2013
tengoroma (4673)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:38 | 24.09.2013
galatasaray (217)

შენი გუნდის გადამკიდე ჯობს შენ თვითონ წარსულში იქექო))კაპელოს დროს

18:12 | 24.09.2013
tengoroma (4673)

შენი გუნდის გადამკიდე შეილება ასევე შენ ჩაიხედო წარსულში)))))

17:33 | 24.09.2013
fero (15151)

Ai boavishtastan is dagvemarta. rac manamdec sa merec xshirad dagvemart. metoqis ar dafaseba. eiforiashi chavardna. da a.sh. saqme iqamdec mivida rom yifianis natqvami. boavishtam sakutar sarkeshi chagvaxedao. mis uniaatobas davabralet.

17:30 | 24.09.2013
fero (15151)

Cska da zeniti ki sashualoze dabal gundebad itvlebodnen. ase rom ar iyo torpedo susti. im periodis.

17:28 | 24.09.2013
fero (15151)

Mashindeli rusuli fexburtis grandebi. iyvnen. spartaki. alania. rotori. lokomotivi dzalebs ikrebda. torpedo da eg erti donis iyvnen. rusetis me 5 gundis saxelis.

17:24 | 24.09.2013
fero (15151)

Nu me ase maxsovs. da kidev. komentatori iyo vasili utkini. meore dges gazet 11x11ze daibechda statia. komentator utkinis utka.

17:22 | 24.09.2013
fero (15151)

tan ironiulad tqva. am 18 wlis bichis imedad tu aris chans rogor uchirt fizikurado. arada shemosvlistanave sayrdenad dadga da gatexa rusebis shuaxazi. p.s. avtors shecdoma aqvs. tamashi jeladzem daiwyo. da kaladze mere shemovida.

17:15 | 24.09.2013
fero (15151)

Komentatorebi ki ar ijerebdnen amis natqvams. sul agashkovs endobodnen. rodesac kaladze shemoiyvana. agfrtovanebulma wamoidzaxa. nu chtoj. gruzini ustali i ukrepivaiut oboronu. daaxloebit ase maxsovs es fraza.

17:13 | 24.09.2013
fero (15151)

tan yvela daarwmuna rom fizikurobis xarjze iolad moigebdnen. ivanovi ki frtxilobda. matchiswina mimoxilvashi tqva. davidovichs rogorc motamashes sheedzlo siurprizis shetavazeba. aseve mwvrtnelsac sheudzliao.

17:09 | 24.09.2013
fero (15151)

Rusebtan 1 tamashobda. agashkovi. dinamostan tamashis didi gamocdileba qonda. da is amtkicebda rom fizikurad sustia dinamo. da gasvlaze tamashi ar iciso.

17:03 | 24.09.2013
fero (15151)

Me maxsovs komentatori vin iyo! tavidan agresiulad iyo ganwyobili. magram tamashis bolos ki igrdznoboda pativiscema.

16:56 | 24.09.2013
kutxa (5038)

ამ ფონზე მართლა გრანდად მოსჩანს მაშინდელი დინამო, თორე ისინიც კაი ბედოვლათები იყვნენ. მოსკოვის ტორპედო სუსტი იყო მაშინაც-სპარტაკი, ლოკომოტივი და ამდაგვართან შანსი არ გვქონდა. ხოლო საშულაო ბოავიშტამ (ბოლობოლო ბენფიკა და პორტო არ იყო) რასაც ქვია ბურთი დაგვახია თავზე. მახსოვს გასვლაზე მხოლოდ რადიო რეპორტაჟი გადმოიცემოდა და კომენტატორს ჯიმის (ჰასელბენკი) და ზოლიძის გარდა სხვა არაფერი ულაპარაკია... საცოდავი ზოიძე ბადიდან ბურთების გამოტანას ვერ აუდიოდა

17:19 | 24.09.2013
pupone10 (1042)

მაგ პერიოდში ბოავიშტა ბევრად ძლიერი იყო ვიდრე ბენფიკა, რომელსაც 1993-2001 წლამდე პორტუგალიის ჩემპიონატში ათეულში მოხვედრაც კი უჭირდა, მაშინ როცა ბოავიშტამ 1996-2000 წლებში ორჯერ მეორე ადგილი, ერთხელ მეოთხე და ერთხელაც ჩემპიონობა იზეიმა.

16:40 | 24.09.2013
dinamotb1925 (1350)

მახსოვს ეს თამაში 10 წლის ვიყავი და ის ახალგაზრდები ნაღდ ქართულ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ და არ იყო ლეგიონერებით გაძეძგილი ნახევრად უცხოურ ნახევრად ქართული გუნდი მაგრამ ჯიგარი და კარგი თამაში იგრძნობოდა)

მეტის ნახვა
0.136587